გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

    “ამ კაცს შვილი პატიმარი ჰყავს, აქციაზე დგას და შვილის ფოტო უჭირავს” _ გიორგი კეკელიძე

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

    აბუ დაბიში ფაშინიანისა და ალიევის შეხვედრა დაიწყო

    პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას გვაყრის, კარგად ჟღერს, მაგრამ უაზრობა გამოდგება ხოლმე – ტრამპი

    რატომ კვდებიან მდიდარი რუსები, რუსი ჩინოვნიკები და მათი ოჯახის წევრები უცნაურ ვითარებაში

    რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც პუტინმა მოხსნა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ბოდიში ყველას” _ ჰკითხა თუ არა რჩევა სააკაშვილმა ბებიამის მზიას

15:10; 30.10.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“როდესაც ლაპარაკობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ამნისტიამ გაუშვაო, ბოდიშს ვიხდი, ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას და ახლაც რომ დავურეკო, წინააღმდეგი იქნება და მისი მიღებული არ არის. ეს არის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებული ამნისტია, რომელზეც ჩვენ ცალკე, ძალიან ბევრს ველაპარაკეთ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. გიგა ბოკერია ამ თემაზე კვირაობით ელაპარაკებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, დავით ბაქრაძე – დავით უსუფაშვილს, მე ველაპარაკე ამ თემაზე ივანიშვილს და არ თქვან, რომ არ იცოდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ. საგანგებოდ ველაპარაკებოდით, არ გაუშვათ შკლინიკოვი და ძმანი მისნი, არ გაუშვათ გარეთ ჩახალიანი”, _ ეს სიტყვებიც (2013 წლის 28 იანვარი) მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ამ სიტყვებიდან ზუსტად  7 თვის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას, მიხეილ სააკაშვილმა  თავისი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური შეწყალება – 2013 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა, რა დროსაც 18.000 ათასამდე მოქალაქეს პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოეხსნათ.

მისი ინიციატივის  მიხედვით, შეწყალება შეეხო ისეთ  პირებს, რომლებსაც  ჩადენილი აქვთ ისეთი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, როგორიცაა: გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, ყაჩაღობა,  ნარკოტიკული დანაშაულები და სხვა.

ჰკითხა თუ არა მან რჩევა ამ შეწყალებების შესახებ ბებიამის მზია წერეთელს, რომელიც სულაც არ იყო ამნისტიის მომხრე, ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია რა საქმეებზე იყვნენ გასამართლებულები აღნიშნული პირები.

საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, წინა წლებში, როდესაც სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა ყველა დამნაშავის მიმართ, მის მიერ შეწყალებულთა სიაში ისეთი მძიმე ავადმყოფი პატიმრებიც კი ვერ ხვდებოდნენ, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებაზე ყოფნა.

ხშირად, მათ სტრასბურგის მიერ გამოტანილი განაჩენებიც კი ვეღარ შველოდათ…

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოლო შეწყალებულებს…

ცოტნე მამულაშვილის საქმე

ცოტნე მამულაშვილი მწე­რალ იზა ორ­ჯო­ნი­კი­ძის შვილიშვილი და ოპოზიციის მხარდამჭერის მაია ორჯონიკიძის შვილია. ის ნატოს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი იყო.

საქმის მასალების თანახმად, 2013  წლის 21 იანვარს, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის N8 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – ინეზა გელაშვილის ავტოლომბარდის ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი: 2013 წლის იანვრის თვეში, მამუკა ბაყაშვილმა დაგეგმა ქ.თბილისში, გურამიშვილის გამზ.N84-ში მდებარე ავტოლომბარდზე ყაჩაღური თავდასხმა, რაც განაპირობა ამ უკნასკნელის ფინანსურმა პრობლემებმა, კერძოდ მას ჰქონდა ლაშა ჯამბაზიშვილისა და ჯაბა ლომიძის ვალი, რის გადახდასაც ვერ ახერხებდა. დამნაშავეებს საქმეში ესაჭიროებოდათ კიდევ ერთი პირი, რის გამოც ლაშა ჯამბაზიშვილი და ჯაბა ლომიძე თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ საერთო ნაცნობს – ცოტნე მამულაშვილს, რომელსაც გააცნეს ავტოლომბარდის დაყაჩაღების კონკრეტული გეგმა და შესთავაზეს მასში თანამონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა.

გამოძიების თანახმად, დასახული გეგმა სისრულეში მოყვანილ იქნა 2013 წლის 21 იანვარს. საქმის მასალების მიხედვით, ცოტნე მამულაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი  ყაჩაღური თავდასხმის მიზნით შევიდნენ ავტოლომბარდში, სადაც იმყოფებოდა მხოლოდ ინეზა გელაშვილი. ცოტნე მამულაშვილმა იარაღის გამოყენებით, ინეზა გელაშვილისაგან მოითხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ამ უკანასკნელმა ნებაყოფლობით გადასცა მათ ლომბარდში არსებული ფულადი თანხა 600 აშშ დოლარის ოდენობის, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

2013 წლის 14 თებერვალს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის N8 განყოფილების თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მამუკა ბაყაშვილი, ლაშა ჯამბაზიშვილი, ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ინეზა გელაშვილი, რომელმაც დაადასტურა მასზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტი და როგორც გამოძიების მსვლელობის, ასევე სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, ამოიცნო თავდამსხმელები – ცოტნე მამულაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა შემთხვევის ადგილიდან და ბარლდებულებულ ცოტნე მამულაშვილისა და ლაშა ჯამბაზიშვილისგან აღებული სუნის ნიმუშების იდენტურობა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა ბრალდებულების კუთვნილი ტელეფონის ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა ანძების მითითებით, რის ირგვლივაც მოწმის სახით დაიკითხნენ სპეციალისტები, რითაც დადასტურდა, რომ ყაჩაღობის ჩადენის დროს, მსჯავრდებულები – ლაშა ჯამბაზიშვილი, ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე იმყოფებოდნენ ავტოლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამასთანავე დადასტურდა ოთხივე მსჯავრდებულს შორის არსებული ხშირი სატელეფონო კავშირი.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაიკითხნენ ბრალდებულები – მამუკა ბაყაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი, რომელთაც აღიარეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და ამასთანავე ამხილეს ყაჩაღობაში თანამონაწილე პირები – ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე.

ცოტნე მამულაშვილმა და ჯაბა ლომიძემ თავის არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, 2013 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდებული ცოტნე მამულაშვილი ცნობილ იქნა  რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 06 (ექვსი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

მან სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

მაიზერ ლიპარტელიანის საქმე

პრეზიდენტის მიერ შეწყალებით გამოშვებულ კიდევ ერთ პირს,  მაიზერ ლიპარტელიანს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზება და სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა.

საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 26 ნოემბერსა და 14 დეკემბერს, მ. ლიპარტელიანი მოწმის სახით დაიკითხა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის სს საქმეზე და განაცხადა, რომ ავტომატური ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მას მკვლელობის ადგილზე არ შეუნიშნავს. თუმცა, 2013 წლის 21-22 და 25 თებერვალს, მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატრულის თანამშრომლების ხელში დაინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი, რაც მათივე განმარტებით, აწ გარდაცვლილი ა. რობაქიძის მეგობრებს აღმოაჩნდათ დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში. 

მასვე, ბრალად ედებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშეს ნ. ჯანჯღავას ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებისა და დაკავების შესახებ ყალბი დოკუმენტების შედგენის ორგანიზება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად მაიზერ ლიპარტელიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განზრახ უკანონო დაკავების და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზების ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა. ხოლო, სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებასთან მიმართებაში, საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადგინდა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის პირადი მოტივი და საბოლოოდ, პირის მსჯავრდება მოხდა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლისათვის, რაც გამოიხატა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში.

მაიზერ ლიპარტელიანს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა.

ის შეწყალებული იქნა მიხეილ სააკაშვილის მიერ.

დავით ადეიშვილის საქმე

თელავის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, დავით ადეიშვილს 2 წლით და 22 დღით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მას ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 5000 ლარის ოდენობით და აეკრძალა თანამდებობაზე მუშაობა ცხრა თვის განმავლობაში.
ბრალდებულს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმე ეხება თელავის ბაზრის წილების დათმობის საკითხს, რა დროსაც დავით ადეიშვილმა ბაზრის მესაკუთრეებს წილის გადაფორმება მის ნდობით აღჭურვილ პირზე, ვინმე ჯებრაილ ხანგოშვილის სახელზე აიძულებდა.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ თავდაპირველად მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ვინაიდან ბრალდების ნაწილი ამნისტირებული იყო, მისი სასჯელი ¼-ით შემცირდა.
დავით ადეიშვილი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმაა, იგი ამ დროისთვის მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ძებნაში მყოფი ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

“იცით რა, შეწყალებულთა სიას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ვერ გავასაჯაროვებთ” _ ასე გაგვიცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ რატომ არ არის ეს საჯარო ინფორმაცია?  ასეთი პასუხი მივიღეთ:

_ არა იცით სხვა დროს არასოდეს გაგვისაჯაროვებია და ვერც ახლა გავასაჯაროვებთ…

სავარაუდოდ, შეწყალების ამ გასაიდუმლოებულ სიაში კიდევ ბევრი საინტერესო პერსონის სახელი და გვარი იმალება…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადება "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე

"ვულოცავ სრულიად საქართველოს"

ყველა სიახლე

პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

17:58; 10.07.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის გაცვლის ახალი კურსი

17:29; 10.07.2025
საზოგადოება

“ლიბერთი ბანკს” “ბაზის ბანკი” ყიდულობს – ეროვნული ბანკი საკითხს სწავლობს

16:40; 10.07.2025
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

16:21; 10.07.2025
ფინანსები

20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ის B დივიზიონისთვის ემზადება – ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

16:18; 10.07.2025
საზოგადოება

დაგროვებითი პენსიის სტატისტიკა: 22,135 პირზე გაიცა 89.3 მლნ ლარი

16:03; 10.07.2025
ზაფრანი

პროდუქტები, რომელთა მირთმევა ღამეც შეიძლება

15:47; 10.07.2025
სპორტი

6 თამაშიდან 6 მოგება- ოზურგეთელი კალათბურთელები C ლიგის თამაშების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ

15:30; 10.07.2025
ზაფრანი

რა პროდუქტებით ვებრძოლოთ ქოლესტერინს

15:21; 10.07.2025
ზაფრანი

პომიდვრის მიმართ ფრთხილად უნდა იყოთ

14:51; 10.07.2025
საზოგადოება

ატმის შეღებვის ფაქტთან დაკავშირებით სეს-ი განცხადებას ავრცელებს

14:41; 10.07.2025
სამართალი

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომრელი დააკავეს

14:39; 10.07.2025
საზოგადოება

როდემდე უნდა მიმართონ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებმა დახმარების მისაღებად სოფლის განვითარების სააგენტოს

14:25; 10.07.2025
პოლიტიკა

“ახლა ჯობია ზურაბიშვილის სცენარს მივყვეთ” – ხუხაშვილი

14:21; 10.07.2025
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14:10; 10.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

10:01; 30.06.2025
0

“წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

8:48; 28.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო