ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ასობით წერილია შესული.
“2013 წელს ოზურგეთშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მარტოხელა და უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფმა 245 მოქალაქემ , ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობი საშუალებებით დაკმაყოფილების პროგრამით, ფულადი დახმარების სახით 80 ლარი მიიღეს.
2014 წლის ბიუჯეტი არის ფორმირების პროცესში და აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელი იქნება ბიუჯეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე წარდგენის შემდგომ”, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესამსახურის უფროსმა, ნინო სალუქვაძემ.