ოთარ ფარცხალაძემ განაცხადა, რომ 150 კვ.მ ფართის სამოთახიანი ბინა ვერაზე 5 ნოემბერს შეიძინა.
“ერთი დღით ადრე “პროკრედიტბანკიდან” ავიღე ათწლიანი კრედიტი, 100 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში. ბინა, რომელზეც საუბარია, მდებარეობს დაახლოებით 15 წლის წინ აშენებულ კორპუსში და ურემონტოა. ამის დამალვას არც ვაპირებდი, ბინა ჩემს სახელზეა და მომავალი წლის დეკლარაციაში აუცილებლად აისახება”, _ განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.