დელეგაცია შეხვდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბ-ნ ბოგუსლავ ვინიდს და სამხედრო საგარეო ურთიერთობათა დეპარატამენტის დირექტორ ბ-ნ ზბიგნიევ ვაშიელევსკისს. ასევე, შეხვედრა გაიმართა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მოადგილესთან ქ-ნ აგნიეშკა მაგჯაკ-მიშევსკაიასთან, საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ ბ-ნ მარჩინ კაჟმიერსთან და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის, ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკის სამმართველოს მთავარ მრჩეველ ეუნიკა კატარზინა ფრიდრიხთან.
კონსულტაციების ძირითადი თემა ნატოს 2014 წლის სამიტისთვის მზადება და ამ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღება იყო. საუბრების დროს მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, უსაფრთხოების პრობლემატიკა რეგიონში, საქართველოს თანამშრომლობა მეზობლებთან, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და ევროპული უსაფრთხოების საკითხები. ქართულმა დელეგაციამ პოლონურ მხარეს მიაწოდა ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან განახლებული მავთულხლართების გავლების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა. თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დროს, ასევე, განხილული იქნა ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის ევროპული რეჟიმის გამართული ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები.
პოლონურმა მხარემ მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ დელეგაციას ნატოში ინტეგრაციის პროცესში დახმარების მხრივ.