გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს, დედა სად არისო _ გარდაცვლილი ექიმის მეუღლის ემოციური პოსტი

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

    „დაიკეტა სკოლები“ – ინდოეთი მომაკვდინებელ ღამურის ვირუსს ებრძვის

    ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი (ყარაბაღი)

    ასტრონომებმა ციური სხეულების ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

    შეიარაღებული პირები მონასტერში შეიჭრნენ- რა ხდება კოსოვოში

    მსოფლიოში იმაზე ნაკლები ყინულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბეგის მამალაძის ფონდმა ბახმაროში რაჭველი მხედარი დააჯილდოვა

    გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს- დეპარტამენტი

    ნანა ბეგიაშვილი: სწავლისადმი უზომო სიყვარულმა 40 წლის ასაკში სტუდენტად მაქცია

    90 დაღუპული და 1850 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები საქართველოში

    კორუფციული დანაშაული- პროკურატურამ კლინიკის ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ოზურგეთელი მარიამ გოგუაძე საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

    “ტვ პირველის” ჟურნალისტზე მოძალადე რადიკალი თავისუფალია

    ირკუტსკში სამხედრო კომისარი მოკლეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

    „არ შეიძლება ყველა გურული ენამოსწრებული იყოს, ეს შენ აგდის ხუმრობა ხელზე და მერე გურულებს აბრალებო…“

    ალექსანდრე დიუმა თბილისში

  • ფეისბუქსტატუსები

    4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს, დედა სად არისო _ გარდაცვლილი ექიმის მეუღლის ემოციური პოსტი

    “ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

    სუს-ის ზღაპრებისა არ ვიცი, მაგრამ ესენი ნამდვილად გაიჩალიჩებენ “ანაბრების რევოლუციას” –გოცირიძე

    “რაც ამ განცხადებაში წერია, უბრალოდ საღადაოა” – უგულავა

    “გამთენიისას, 16 სექტემბერს ჩემი ბიჭი “ცასწავიდა!” – იზა ომაძე ხელისუფლებას მიმართავს

    „ფეხბურთელი რომ წიგნს კითხულობს, ასეთ სიხარულს და აჟიოტაჟს რატომ იწვევს?“ – გვარამია კვარაცხელიაზე

  • 21-ს ქვევით

    პირველ კლასში 1-ელ დეკემბრამდე დაბადებული ბავშვებიც შევლენ – მინისტრის განცხადება

    მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლება სავალდებულო გახდება – განათლების მინისტრი

    ლელა იმედაშვილი: „სასწავლო პროცესი დიწყო, 690 პირველკლასელი შეაბიჯებს ოზურგეთის სკოლებში“

    სამტრედიაში რამდენ სკოლას არ ჰყავს წელს პირველკლასელი?

    „სიცოცხლე გრძელდება“:  ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი დაირეკა

    ოზურგეთელი ჩემპიონი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ახალი გამარჯვებისთვის იბრძვის

  • მსოფლიო

    საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

    „დაიკეტა სკოლები“ – ინდოეთი მომაკვდინებელ ღამურის ვირუსს ებრძვის

    ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა – დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი (ყარაბაღი)

    ასტრონომებმა ციური სხეულების ახალი ჯგუფი აღმოაჩინეს

    შეიარაღებული პირები მონასტერში შეიჭრნენ- რა ხდება კოსოვოში

    მსოფლიოში იმაზე ნაკლები ყინულია, ვიდრე მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, პროექტები კონკურსის გარეშე დაფინანსდა

6:07; 18.07.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საგრანტო კონკურსის პირველი გამარჯვებულების შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბრიფინგიც გაიმართა. ბრიფინგზე, საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა, საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები დაასახელა.

“საგრანტო პროგრამა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტში წელს პირველად ხორციელდება. საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს სოციალურ-კულტურული პროექტების დაფინანსებას. საგრანტო კონკურსის 22 პრეტენდენტიდან, პირველ ეტაპზე, კომისიის მიერ, ოთხი აპლიკანტის განაცხადი დაკმაყოფილდა. ესენია: დამოუკიდებელი მხატვარი მარინა უჯმაჯურიძე, ფოლკლორული ანსამბლი “ლიხაური”, ქალთა საესტრადო კვარტეტი “გამა”, ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი “აბჯარი”. საგრანტო კომისიამ და მოწვეულმა ექსპერტებმა, საინტერესო და გამორჩეული პროექტები საგრანტო პროგრამის თემატიკის, მიზნების, მდგრადობის, სამოქმედო გეგმის რეალობისა და მიზნობრიობის გათვალისწინებით შეაფასეს”, _ ვკითხულობთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

აქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ექვსი პროექტის ავტორს მიეცა რეკომენდაციები, რათა მოამზადონ პროექტების საბოლოო ვერსიები საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპში მონაწილეობისთვის. ეს პროექტებია: შპს “გურია თრეველი” საგრანტო პროექტით “მთა და ზღვა”. პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის ხელშეწყობასა და განვითარებას, უცხოელი ტურისტების მოზიდვას და მათ მომსახურებას; ა.ი.პ. “არტ-გურია” _ პროექტის მიზანია გიორგი სალუქვაძის სახელობის II საერთაშორისო ფესტივალის ჩატარება; საინიციატივო ჯგუფის პროექტი “დაუვიწყარი შეხვედრები”, რომელიც ითვალისწინებს რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სპექტაკლის “გალაკტიონი” ჩვენებას ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე საქართველოს სახალხო არტისტის მურმან ჯინორიას მონაწილეობით; გაზეთი “ალიონის” პროექტი, რომელიც ითვალისწინებს გაზეთის არქივის ელექტრონული ვერსიის შექმნას, რათა თაობებს შემოვუნახოთ რაიონის მდიდარი ისტორია; საქართველოს კულტურის ფონდის გურიის ფილიალის საგრანტო პროექტი “ხალხური რეწვის საზაფხულო სკოლა”, პროექტი ითვალისწინებს დაინტერესებული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ქართული რეწვის ხელოვნების შესწავლას ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. პროექტში გათვალისწინებულია, ასევე, ხალხური რეწვის ოსტატების ჩართულობა. საინიციატივო ჯგუფის პროექტი ფოტო-ტური “ბრიზი მთაში”, პროექტის მიზანია ცნობილი ფოტოგრაფების გიორგი წიბახაშვილის, იური მეჩითოვისა და გოგა ჩანადირის მონაწილეობით, ადგილობრივ ფოტომოყვარულებთან ერთად, ფოტო-ტურის ორგანიზება და გამოფენის მოწყობა, ფოტო-ტური ხელს შეუწყობს მხარის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას.

ყველაზე საინტერესოა, რომ განცხადებაში, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი გვთავაზობს, გარკვევითაა აღნიშნული _ “სავარაუდოდ, პროგრამის მეორე ეტაპი 2011 წლის შემოდგომაზე გაიმართება”. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კონკურსის მეორე ეტაპს არ დალოდებია და პროექტები კონკურსის გარეშე დააფინანსა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გვწერს, დაფინანსდა: შპს “გურია თრეველის”, ა.ი.პ. “არტ-გურიას”, ს.ჯ. “დაუვიწყარი შეხვედრები”, გაზეთ “ალიონის”, ს.ჯ. ფოტო-ტური “ბრიზი მთაში” პროექტები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა ინტერვიუ არ ისურვა და გვთხოვა, კითხვები წერილობით გადაგვეგზავნა.

_ ბატონო ალეკო, რა აუცილებელმა და გადაუდებელმა ფაქტორებმა განაპირობეს პროექტების ექსპრომტად დაფინანსება?

_ სულ გაიმართა კომისიის 3 სხდომა. კომისიაში წარმოდგენილი იყო 22 აპლიკანტის განაცხადი. პირველ სხდომაზე, კომისიის მიერ, დაფინანსდა 4 პროექტი, ხოლო 5 პროექტის ავტორს (შპს “გურია თრეველი”; ა.ი.პ. “არტ- გურია”; ს.ჯ. “დაუვიწყარი შეხვედრები”; გაზეთი “ალიონის” პროექტი; ს.ჯ. ფოტო-ტური “ბრიზი მთაში”) მიეცათ რეკომენდაციები, რომ მათი პროექტების იდეა მისაღებია კომისიისთვის და შემდგომი სხდომისთვის წარმოედგინათ უფრო დეტალური ინფორმაცია გასახორციელებელ სამუშაოებზე. დანარჩენი პროექტები დაფინანსდა კომისიის შემდგომ სხდომაზე. დაფინანსება მოხდა ყველანაირი წესების დაცვით და ადგილი არ ჰქონია არავითარ გადახრას და შესაბამისად, არც კონკურსგარეშე დაფინანსებასთან გვაქვს საქმე.

_ თქვენ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებების საგრანტო პროგრამის შესახებ და აღნიშნეთ, რომ პირველ ეტაპზე გამართულ კონკურსში ოთხმა კონკურსანტმა გაიმარჯვა; აქვე დასძინეთ, რომ რეკომენდაცია გაეწია რამდენიმე პროექტის ავტორს და ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ მეორე ეტაპი სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართებოდა.

_ ჩემს მიერ ბრიფინგის ჩატარების დროს დაფინანსებული იყო მხოლოდ პირველი 4 პროექტი, ხოლო დანარჩენი პროექტები დაფინანსდა კომისიის შემდგომ სხდომაზე. ბიუჯეტის ზრდის შესაბამისად, და აღნიშნული საგრანტო პროგრამების წარმატებით გახორციელების შემთხვევაში, შემოდგომაზე იგეგმება მეორე ეტაპი, სადაც მსურველებს კვლავ შეეძლებათ წარმოადგინონ საკუთარი პროექტები, ჩვენი მხრიდან მოხდება მათი განხილვა და საუკეთესოების მხარდაჭერა.

_ არსებობს თუ არა წესი ან დებულება, რომელიც არეგულირებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გრანტის გაცემის პროცედურებს?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებულია სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების თაობაზე განკარგულება, რომლის საფუძველზეც, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საგრანტო-საკონკურსო კომისია.

_ ითვალისწინებს თუ არა დებულება საგრანტო კონკურსი შედეგების გასაჩივრების მექანიზმებს?

_ ყველა შემოტანილი პროექტის შესახებ, კომისიის თითოეული წევრის მიერ, მომზადდა დასკვნა და მიღებული გადაწყვეტილებები ეცნობა აპლიკანტებს. არსებობს ყველა სხდომის შესაბამისი ოქმი. რაც შეეხება შედეგების გასაჩივრების წესს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკრებულოს მიერ მიღებულია განკარგულება სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს გასაჩივრების ვადებსა და პროცედურებს.

_ ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რომელი კანონით ან ნორმატიული აქტით იხელმძღვანელეთ, როცა მიიღეთ გადაწყვეტილება, კონკურსის გარეშე დაგეფინანსებინათ პროექტები? და აქედან გამომდინარე, დაირღვა თუ არა დაფინანსების წესი კონკურსის ყველა მონაწილესთვის, რომლის მიხედვითაც, ისინი არათანაბარ კონკურენტულ გარემოში აღმოჩნდნენ?

_ კიდევ ერთხელ განვმეორდები და გეტყვით, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებულია სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების თაობაზე განკარგულება, რომლის საფუძველზეც საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნა საგრანტო-საკონკურსო კომისია და პროექტების დაფინანსება მოხდა ყველანაირი წესების დაცვით და ადგილი არ ჰქონია არავითარ გადახრას და შესაბამისად, არც კონკურსგარეშე დაფინანსებასთან გვაქვს საქმე.

_ ხომ არ არის მოსალოდნელი მსგავსი რამ მომავალში განმეორდეს?

_ ამასთან დაკავშირებით ზემოთ უკვე მოგახსენეთ, რომ არავითარ კონკურსგარეშე დაფინანსებას ადგილი არ ჰქონია.

რა წერია #15 განკარგულებაში

ჩვენ გამოვითხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მითითებული განკარგულება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 თებერვლის #15 განკარგულებაში “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალურ-კულტურული ღონისძიებებისა და საგრანტო პროგრამის დამტკიცების შესახებ”, ვკითხულობთ: “საგრანტო პროგრამა არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუხლი, რომელიც ორიენტირებულია მუნიციპალიტეტში კულტურის, სპორტის, სამოქალაქო განვითარების, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის და ეკონომიკური სფეროების განვითარებაზე. პროგრამა მიზნად ისახავს, როგორც ინდივიდუალური, ასევე ცალკეული ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საინტერესო იდეების (პროექტების) სტიმულირებას, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული პრობლემების გადაწყვეტაზე.”

აქვეა მითითებული, რომ კონკურსს, სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. 4-ე პუნქტშია განმარტებული, რომ საპროექტო განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს გამოცხადებული კონკურსის პირობებს.

პროექტის “ბრიზი მთაში” ავტორმა ლალი ბერძენიშვილმა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვს, როდის შეიტანა მუნიციპალიტეტში საპროექტო განაცხადი.

“გარდა ამისა, მე სიტყვიერი განაცხადი მქონდა ერთი წლით ადრე. შარშან მინდოდა ამისი გაკეთება, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საგრანტო პირობები არ იყო. შემდეგ, როგორც კი გამოცხადდა ეს საგრანტო პირობები, მაშინვე შევიტანე პროექტი”, _ ამბობს ლალი ბერძენიშვილი.

_ ქალბატონო ლალი, კონკურსის პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტმა ოთხი აპლიკანტის განაცხადი დააკმაყოფილა. მეორე ეტაპი სავარაუდოდ, შემოდგომაზე უნდა გამართულიყო…

_ მე მერე გავაკეთე მეორე ეტაპი. მე ჩასწორებებისთვის გამომიგზავნეს, თუ ეს ამას ნიშნავს, არ ვიცი ახლა მე რას ვლაპარაკობ, მაგრამ მე გეუბნებით ფაქტს, როგორც იყო. მე ხომ პირველად შევიტანე, შემდეგ უკან დამიბრუნეს ისევ და მომთხოვეს, რაღაც-რაღაცეების კონკრეტულად გაწერა. ჩავასწორე და ხელმეორედ შევიტანე.

_ თქვენთვის არ უთქვამთ, რომ კონკურსის მეორე ეტაპს უნდა დალოდებოდით?

_ არა. არ ვიცი, ახლა ისეთ რაღაცას მეკითხებით. მე, არც ვიცი ეს პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი. მე ვიცი, რომ მინდოდა ამისი გაკეთება და ვიცი, რომ მხარი დამიჭირეს ამაში. მე ვიცი, რომ პირველ ეტაპზე შევიტანე, შემდეგ უკან დამიბრუნეს, რაღაცეები ჩავამატე და მითხრეს, დაფინანსდაო. მე ბათუმში ვარ და აქედან მიხდებოდა ამის მართვა დისტანციაზე, მეტი კონკრეტული პასუხის გაცემა არ შემიძლია.

_ მე იმიტომ გეკითხებით, რომ საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ ექვს პროექტს, მათ შორის თქვენს პროექტს, გაეწია რეკომენდაცია მეორე ეტაპისთვის.

_ არც ვიცი, შეიძლება გამოაცხადეს კიდეც. მე მითხრეს, რომ კონკრეტულად დაწერე, რა გსურსო… სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ გარდა გურიისა, ყველგან ყველაფერი კარგია. მე მქონდა შინაგანი პროტესტი ამის გამო და მინდოდა უნიკალური კურორტების ბახმაროს, ურეკის და გომისმთის პოპულარიზაცია, რომელთაც ნაკლებად სჭირდებათ გამოგონება. ურეკი უნიკალურია თავისი მაგნიტური ქვიშითა და იოდიზირებული ჰავით, რომელიც მთაში აღწევს. ამიტომ დავარქვით პროექტს “ბრიზი მთაში”. მოგეხსენებათ, რომ ბრიზი არის ზღვის ნიავი მთაში, რომელიც სავარაუდოდ, იოდით უნდა იყოს გაჯერებული, ახლა არ ვიცით რა ხდება, მაგრამ მაინც. ამიტომ მინდოდა, რომ აი, ეს ყოფილიყო რებრენდინგი ამ კურორტების, რომელიც იყო საკავშირო მნიშვნელობის და დღეს არ არის არანაირი მნიშვნელობის. მინდა, რომ სულ პროტესტები გავაკეთო აწი, იმიტომ, რომ რაც ურეკში ხდება ეს არის დანაშაული კურორტის მისამართით. ქვის გროვები, უქუჩოდ, უკომუნიკაციოდ გაკეთებული უზარმაზარი სასტუმროები, რომლებიც ზოგი წინ დგას, ზოგი უკან, მიჭყუპული, ზოგი მიბონძღილი, ზოგი ყვითელია, ზოგიც წითელი, ანუ არქიტექტორს არ ჩაუხედავს, არავის არ დაუცავს, ის რაც უნდა ყოფილიყო. მე “სტარავერების” ურეკი მახსოვდა და ის მინდოდა ჩვენს ფოტოებში მომხვდარიყო, სამწუხაროდ, ასეთი ურეკი არ არის. გადავიღეთ პლაჟი და ქვიშაზე დაწერილი საპროტესტო ნოტები. აი, ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ ახლა უკვე პროტესტი მაქვს.

_ როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, დაფინანსება 5500 ლარის ოდენობით მიიღეთ.

_ დიახ, ნამდვილად ასეა. პირველად მქონდა ფულთან შეხება ჩემს ცხოვრებაში და ძალიან ვინერვიულე. როცა, გოგა ჩანადირს და ორ ფოტოგრაფ გოგონას თბილისში ვაცილებდით, პრობლემები შეგვექმნა ბილეთთან დაკავშირებით, რომ ბილეთს ვერ მაძლევდა ავტოსადგური. ჩვენ ასეთი ავტოსადგურები გვაქვს, რა ბილეთი უკვე გაყიდულია, შენ “მოახტი” დარჩენილ ადგილებს და წადიო. მერე, მოკლედ, მთელი შეწუხება დამჭირდა, რომ ბილეთი მეშოვნა.

იურისტი კახა ჩავლეშვილი ამბობს, რომ აღნიშნული საკითხი საინტერესო უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოებისთვის.

ის მიიჩნევს, რომ გამოსაკვლევია, წარდგენილი პროექტები რა სახით შევიდა მუნიციპალიტეტში, რა ხელშეკრულება გაფორმდა და მოხდა თუ არა ფინანსების დადგენილი წესით ხარჯვა: “რაც შეეხება იმას, უშუალოდ იყო თუ არა დარღვევა, ამ ეტაპზე გადამჭრელი პასუხის გაცემა არ შემიძლია”, _ მიიჩნევს ჩავლეშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, გურიის “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი თემურ სალუქვაძე ამბობს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს მომავალ საკრებულოს სხდომაზე.

მისი თქმით, საკრებულოს არ აქვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არშესრულების უფლება. შეუძლია შეცვალოს, გააუქმოს, მაგრამ ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეასრულოს, ეს არის, მინიმუმ, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.

“რაც შეეხება საკითხს, მიმაჩნია. რომ იგი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი შესაბამისი ორგანოებისა და საკრებულოს მიერ. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები”, აუცილებლად დავაყენებთ საკითხს უახლოეს საკრებულოს სხდომაზე და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ დღის წესრიგში დადგეს ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლა, შემდგომი რეაგირებისთვის”, _ გვითხრა სალუქვაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

დაისვენეთ ბახმაროში

კონფერენცია რუმინეთში

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

22:57; 26.09.2023
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22:44; 26.09.2023
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო 27 სექტემბერს

22:34; 26.09.2023
საზოგადოება

რა ტიპის რადიატორი მჭირდება სახლისთვის

21:53; 26.09.2023
საზოგადოება

სანდრა რულოვსმა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

19:39; 26.09.2023
საზოგადოება

ჩოხატაურში საბერძნეთიდან წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი ჩამოაბრძანეს

17:58; 26.09.2023
მსოფლიო

საწვავის საცავში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა (ყარაბაღი)

17:24; 26.09.2023
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

16:35; 26.09.2023
პოლიტიკა

ხმაურით დასრულებული საკრებულოს სხდომა ლანჩხუთში

16:16; 26.09.2023
ბახვიჰესი

ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

15:37; 26.09.2023
საზოგადოება

სასწრაფოს ექიმებმა მოზარდს გაჩერებული გული აუმუშავეს და გადაარჩინეს

14:16; 26.09.2023
საზოგადოება

„მთელ დარჩენილ ცხოვრებას დავთმობდი, გამერკვია, რას მწერდა ზაზა იმ წერილებში“

13:54; 26.09.2023
პოლიტიკა

პაპუაშვილი: როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას გადააბიჯებს, შედეგი ქართველი ხალხის სასარგებლო არ იქნება

13:42; 26.09.2023
ზაფრანი

უცნაური და დაუჯერებელი აღმოჩენა

13:42; 26.09.2023
ზაფრანი

გასაბერი ცათამბჯენები

13:34; 26.09.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

დილის სტუმარი ლია ბებოსთან _ ფოტო ბახმაროდან

14:57; 8.09.2023
0

საქართველოში 3 ტყუპი დაიბადა

16:36; 16.08.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

4 წლის შვილს ვემალები, რომ არ მკითხოს, დედა სად არისო _ გარდაცვლილი ექიმის მეუღლის ემოციური პოსტი

14:58; 25.09.2023
0

“ასწავლეთ შვილებს… მაგრამ ჯერ თავად ისწავლეთ” _ რას წერს პეტრე კოლხი

16:46; 21.09.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო