ექსპერტის თქმით, ამ თანამშრომლობით საქართველოს არანაირი საფრთხე არ შეექმნება, მთავარია დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რისი კარგი გამოცდილებაც ნამდვილად არსებობს.
“ასეთი თანამშრომლობა მისასალმებელია, მართლაც აუცილებელია კავკასიის ქვეყნებში იყოს მშვიდობა. შიში იმისა, რომ ასეთი თანამშრომლობის დროს საქართველოს შეექმნება რაიმე პრობლემები გადაჭარბებულია. მთავარია ურთიერთთანამშრომლობის დროს დაცული იყოს საქართველოს ინტერესები, ასეთი გამოცდილება კი არსებობს”.
ექსპერტი ასევე გამოეხმაურა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას რუსეთისა და სომხეთის საერთო საზღვრის შესაძლო დამყარებაზე და განაცხადა, რომ ამ ფაქტის რეალურად არსებობის რაიმე ინდიკატორი არ შეინიშნება.
“ბოლო დღეებში საკმაოდ აქტუალური საკითხი იყო, თითქოს რუსეთსა და სომხეთს შორის გაჩნდება საერთო საზღვარი, რის გამოც მოსალოდნელია სამხედრო აგრესიები. რაიმე ინდიკატორი, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება არ შეინიშნება არც ერთი ქვეყნის არც პრესაში და არც სამხედრო ექსპერტების მიერ გაკეთებულ განცხადებებში”.