“ის ინიციატივა, რომელიც გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ და რომელზეც საუბრობს უმრავლესობა, ვფიქრობთ, გაუმჯობესებული ვარიანტია და მნიშვნელოვანია, რომ ბარიერი გაზრდილი იქნას, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ არის საუბარი 40 %-ზე. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში აღნიშნულ ცვლილებებში საუბარია 50 %-იან ზღვარზე – ეს არის ის, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მმართველი კოალიციის პოზიციის შეცვლა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენი ორგანიზაციის პოზიციაა, რომ მერებისა და გამგებლისთვის ზღვარი აიწიოს 50 %-მდე. ვფიქრობ, ეს იქნება უფრო სწორი და ამ შემთხვევაში ვისაუბრებთ დემოკრატიის უფრო მაღალ სტანდარტზე. 50 %-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, არჩეული პირის ლეგიტიმაცია იქნება უფრო მაღალი, იქედან გამომდინარე, რომ მას მოსახლეობის უმეტესობამ დაუჭირა მხარი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მეორე ტურის ალბათობა არსებობს და როგორც ამბობენ, საქართველოსნაირ ქვეყანაში ეს არ არის მიზანშეწონილი, რადგან კონკრეტულ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა, მეორე მხრივ, თუკი დემოკრატიის უფრო მაღალ ხარისხზე ვსაუბრობთ, მოსახლოების უმეტესობის პოზიცია და დამოკიდებულება უნდა იქნას გათვალისწინებული, როცა საქმე შეეხება გამგებელს და პირდაპირ არჩეულ მერსს”, _ აღნიშნა გიგაურმა.