(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გურიის ვიცე-გუბერნატორი, ლაშა შაფაქიძე ღვედის გამოუყენებლობის გამო დაჯარიმდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკიდან მომავალი შაფაქიძე პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს და დააჯარიმეს კიდეც.
ოზურგეთში ღვედს მძღოლები ნაკლებად იყენებენ და ამის გამო, წყაროს ინფორმაციით, “ურჩ” მძღოლებს, არც არავინ “სჯის”. ამ ინფორმაციას თუ გავითვალისწინებთ, ვიცე-გუბერნატორს გურული სამართალდამცველები ჩადენილი უკანონობის გამო არ დააჯარიმებდნენ. სავარაუდოდ, პატრულის თანამშრომლები “ჩვენებურები” არ იყვნენ.