ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, ლანჩხუთში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, #61 ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, ამომრჩეველთა 25 პროცენტმა მისცა ხმა. უბნებზე სულ 7507 ამომრჩეველი გამოცხადდა.
"არჩევნები მიმდინარებს მშვიდ გარემოში. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, არცერთ უბანზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი დარღვევა არ ფიქსირდება. იყო შენიშვნები, მაგრამ შესაბამისი ახსნა-განმარტებების შემდეგ, ხარვეზები აღმოფხვრილია", _ გვითხრა #61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ნაკაიძემ.
მისივე თქმით, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩევლის რაოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.