რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ნაძალადევის მე-9 სარჩევნო ოლქში, პიროვნება, რომელიც "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს შორის მომხდარ ჩხუბს ვიდეო კამერაზე აფიქსირებდა, სამართალდამცავებმა დააკავეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს.
"სამწუხაროდ იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ მოძალადეები დააკავოს, დამკვირვებელი, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაკითხვაზე წაიყვანა. წაართვა ვიდეო კამერა, რომელზეც აღბეჭდილია უბანზე მომხდარი ძალადობა."
"გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად – დააკავეს თუ არა პირი, რომელიც რომელიც ვიდეო კამერაზე ჩხუბს აფიქსირებდა, შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ პირი დაკავებული არაა და ის მხოლოდ მოწმის სტატუსით იკითხება.