რამდენიმე წუთის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთავის მე-7 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანში, ფიზიკურ დაპირისპირება მოხდა.
"რუსთავში მე-7 საჯარო სკოლაში განთავსებულ უბანში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან. პოლიცია იქვე იმყოფება, მაგრამ, არაფერს აკეთებს, რომ აღკვეთოს ძალადობა.
მინდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ძალიან კარგად, მესმის, რომ მათთვის არჩევნების მე-2 ტური იყო ერთგვარი შოკი და ახლა ძალიან დაძაბული არიან, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნოთ ყველა საარჩევნო უბანზე, რათა ამომრჩევლებს მიეცეთ გამოხატონ თავიანთი ნება თავისუფალ და მშვიდ გარემოში", _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.