თბილისში, ნაძალადევის მე-10 უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი თემქის მე-5 საავადმყოფოში გამოკვლევებზეა გადაყვანილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "გურია ნიუსის" კითხვაზე განაცხადა, რომ ჩომახაშვილს ღებინება დაეწყო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
'ნიკოლოზ ჩომახაშვილი თემქის მე-5 საავადმყოფოშია მიყვანილი. ღებინება დაეწყო და პოლიციამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა", _ აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ჩომახაშვილს 'სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს, რადგან ხელი დაარტყა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა".