"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.
კირთაძის თქმით, ბათუმის #26, #72 და #100 უბნებზე პარტიის წევრებს პრობლემა შეიქმნათ კამერებით გადაღებასთან დაკავშირებით.
ასევე, #14 უბანზე გადასატან ყუთს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაყვებოდნენ.
"მე-14-ე საარჩევნო უბნიდან გამოსულ კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს, რომლებიც გადასატანი ყუთით შემოვლაზე მიდიოდნენ, "ქართული ოცნების" კოორდინატორი ვინმე ლორთქიფანიძე დახვდა, რომელმაც მათ უთხრა, რომ მათთან ერთად უნდა წასულიყო შემოვლაზე. როგორც ჩვენმა წარმომადგენელმა გვითხრა, ყველა ოჯახში შესვლისთანავე, ლორთქიფანიძე ეწეოდა აგიტაციას და მათ აიძულებდა შემოეხაზათ ციფრი 41. ჩვენმა წარმომადგენელმა აღნიშნულთან დაკავშირებით მე-14-ე საუბნო საარჩევნო კომისაში საჩივარი შეიტანა" .
მისივე თქმით, #29 უბანზე, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებმა, მარკირება გავლილი ადამიანი გამოავლინეს, რომელიც ხმის მიცემას განმეორებით აპირებდა.
"26-ე უბანზე მისულ ამომრჩეველს დახვდა მის ნაცვლად ხელი მოწერილი, ამის შესახებაც შესაბამისი აქტი შედგა.“