ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთი-ურეკის მაგისტრალზე, სოფელ მერიაში, 5 დეკემბერს მოხდა _ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა “მერსედესი” გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმეჯერ გადაბრუნდა და ელექტრო ბოძს შეეჯახა. ადგილზევე დაიღუპა 30 წლის ირაკლი წიტაიშვილი, ხოლო მძღოლი _ 20 წლის ირაკლი ბეშიტაშვილი მძიმე დაზიანებებით ოზურგეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ოზურგეთის პოლიციის სამმართველოში აღიძრა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზად, გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
ირაკლი წიტაიშვილი წლების განმავლობაში სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. მისი მონაწილეობით ბევრი კლიპია გადაღებული. წიტაიშვილი ბოლო ერთი წელია რაც მშობლიურ ოზურგეთს დაუბრუნდა, სადაც ქორეოგრაფიული სტუდია “ჯუთა” ჩამოაყალიბა და ახალგაზრდების აღზრდით იყო დაკავებული.
Developed By My Software 2021 © All rights reserved