ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულს შალვა აბულაძეს, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა დაუდასტურდა და შესაბამისად იგი პატიმრობაში რჩება.
მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა ქალაქის პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით, რომელსაც არც დაცვის მხარე შეწინააღმდეგებია.