გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა (ინდონეზია)

    თიბისის ციფრულ ბანკში  გულების მარათონი იწყება 

    საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

    სტიქიით დაზარალებულები ადეკვატური დახმარების მოლოდინში

    1176 სამშენებლო ობიექტიდან 218-ს სამუშაო პროცესი შეუჩერდა- შრომის ინსპექცია

    “ეს ომი ისრაელს არ დაუწყია”

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    დასრულდა შუა ფარცხმისა და დაბის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები

    ზოგისთვის მხოლოდ “გაჭიანურებული პროცესი”, ზოგისთვის კი არასრულფასოვანი ბავშვობა!

    “როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები” _ დასვენებაზე ამღერებული მასწავლებლები ლანჩხუთის მესამე სკოლაში

    მაშო პაიჭაძე _ პატარა მლოცველ-მგალობელი

    ცეცხლოვანი შოუ და ბაიკერების მარში – ასე დახვდა ნეაპოლი თავის გმირებს

    “ჩემო სიყვარულო თბილისო” _ სოფი ლორენის ვაჟი თბილისს ქართულად უმღერის

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    ბებიას წესი და მარიფათი: „საფერცვალებოდ, პირველ რიგში,  ჭყინტი სიმინდი და კვახი უნდა მოვხარშო“

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ვიღუპებით ბატონო ზვიად!!!“

    გურიის პრეზიდენტი – “ძველი და მართალი ვაჟკაცური კაცი”

    „ერთხელ პარლამენტში“

    „მოჭიდავეები გააფრთხილეს რომ ტურნირის დღეებში შავი ღვინო დიდი რაოდენობით მიეღოთ“

    16 თავ-ხელმოკვეთილი ლიხაურელი _ გურიის დრუჟინის მთავარი მეგზურები

    „ქალაქში აღმაშენებლის ძეგლი არ დგას და ლენინის მოედანზე უზარმაზარი ქანდაკებაა წამოჭიმული!“

  • ფეისბუქსტატუსები

    პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

    ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

    “ტაძრის ქვით შემოსვისას, გუმბათიდან ჩამოვარდა” _ თეა დარჩია მიმართვას ავრცელებს

    “ეს ბოლო ძაღლია ჩემი სოფლის ქუჩაზე” _ რას წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე

    „გაუგონარი თავხედობის, დაუდევრობის და უკანონობის მომსწრე ვართ“

    “ეს ის ბიჭია, გუშინდელ ვიდეოზე თავები რომ გაიგიჟეთ” _ რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში

  • 21-ს ქვევით

    “რა? სად? როდის?”- ინტელექტუალური თამაშის შედეგები ჩოხატაურში

    “ტვინების ბრძოლა” – ვინ გახდნენ ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულები ჩოხატაურში

    “ლალი და მანანა” ჭანჭათის საჯარო სკოლის სცენაზე _ საოცრად არტისტული შესრულება

    ჩოხატაურში, მინი ფეხბურთში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

    ვინ არიან სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შეჯიბრებების გამარჯვებულები ჩოხატაურში

    ოზურგეთელი მოსწავლეების წარმატება – ინოვაციური ხედვები და მიდგომები

  • მსოფლიო

    ზელენსკი თავისი შეცდომების გამო პოპულარობას კარგავს – კლიჩკო

    თვითმფრინავი ავარიულად დაშვებისას შენობის კედელს დაეჯახა

    დედამიწის ბრუნვა ნელდება – მომავალში დღე-ღამე 24-ის ნაცვლად 25 საათს გაგრძელდება

    ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდების გადაწყვეტილებას ვეტო დაადო

    Spotify სამუშაო ადგილებს ამცირებს

    გაუქმებული ავიარეისები და ძლიერი ყინვა რუსეთში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შენც რომ არ იწვალო და ჩვენც არ გვაწვალო, ეს ნაკვეთი სახელმწიფოს აჩუქეო…”

3:12; 20.12.2011
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ბადრი კუტალაშვილი ამბობს, მას პრობლემები შეუქმნეს და როგორც “ნაციონალურ მთავრობას” ჩვევია, ნაკვეთის ჩუქებასაც თხოვდნენ:

_ ლანჩხუთში, ჟურნალისტები აღმოჩნდით გამონაკლისები, რომლებიც ჩემთან არ მოსულხართ და რჩევისა თუ მუქარის სახით არ გითქვამთ, რომ გრიგოლეთში ჩემს საკუთრებაშია არსებული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის მეჩუქებინა.

_ იქნებ, დაგვიკონკრეტოთ რა მიწის ნაკვეთზეა საუბარი და კონკრეტულად ვინ გთხოვდათ?

_ ეს არის გრიგოლეთის ტერიტორიაზე 4 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. როგორც გახსოვთ, გრიგოლეთში პორტის მშენებლობა კარგად გაპიარდა და დღეს ეს პორტი უკვე აშენებული უნდა იყოს. აშენებულია პორტი?

_ არა და სავარაუდოდ, ამ პორტმა “სუფსის წყალი დალია”.

_ ჰოდა, ამ პორტის გამო, როგორც ჩანს, ჩემი მიწის ნაკვეთი იყო საჭირო მათთვის. მაშინ, გაგებული გექნებათ, დადიოდნენ მაკლერები, რომლებიც იაფად ყიდულობდნენ მიწებს და შემდეგ საკმაოდ ძვირად ყიდდნენ. იყო რჩევაც, უფრო ეს იყო მუქარანარევი რჩევა და, რა თქმა უნდა, იყო მუქარებიც. მე და კიდევ რამდენიმე პიროვნება, რადგან არ დავთანხმდით მათ მიზერულ ფასებს, გამოვედით სახელმწიფო პოლიტიკის მოწინააღმდეგეები და ხელშემშლელები.

_ რა ფასს გთავაზობდნენ?

_ საუბარი იყო 25 დოლარზე კვადრატულ მეტრში, თუმცა, თანხის პირდაპირი შემოთავაზება არ ყოფილა. უბრალოდ, ერთხელ “შემოგვიგდეს”, რომ 100 ათასს გადაიხდიდნენ, ანუ 25 დოლარიც არ გამოდიოდა. მე ვუთხარი, ჯერ ერთი, მე ვყიდდი ამ მიწას და ამის შესახებ არსად განმიცხადებია და მეორეც: სადღაც, გადაკარგულში მდებარე ნაკვეთშიც იხდიან 25 დოლარს და ის მიწის ნაკვეთი, რომელიც გზის პირას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარეობს, იგივე ღირს,-მეთქი? ამაზე ერთმა მითხრა, თქვენ რომ მეტი გადაგიხადოთ, სხვაც მომატებას მოითხოვსო. ისიც თქვეს, ჯერ სხვებისაგან ვიყიდით და შემდეგ მოვალთ შენთანო, ანუ იმათ ცოტას მისცემდნენ და რადგან მე გავძალიანდი, მეტს მომცემდნენ. თუმცა, მოგეხსენებათ, პორტის მშენებლობა შეჩერდა და შეგვეშვნენ, თუმცა გასული წლის დეკემბერში, წინასაახალწლოდ, ისევ მომიბრუნდნენ. ისეთი ახალი წელი მქონდა, მაგათ ვუსურვებ, ვინც ამაში მონაწილეობდა. დამიკავშირდნენ სუფსის პოლიციის განყოფილებიდან და მითხრეს, რომ დაბარებული ვიყავი გურიის პროკურატურაში. რა თქმა უნდა, წავედი. გაგებული მქონდა, რომ ბახმაროს მიწების სკანდალის შემდეგ, იბარებდნენ ადამიანებს და მიწის ნაკვეთების დათმობას თხოვდნენ. ჩავედი ოზურგეთში, შევხვდი მთავარ პროკურორს, კახა კოჩივარს. გამომკითხა, სად არის შენი ნაკვეთი და მეზობლები ვინ არიანო. რა თქმა უნდა, ავუხსენი ყველაფერი. ბოლოს მითხრა, საბუთები ჩამოიტანეო. წავიღე დოკუმენტების ასლები, დედნები სპეციალურად არ ჩავუტანე. თუმცა, მითხრეს, დედნები მოიტანე, ეს ქსეროქსზე გადაღებული რად გვინდაო? ამის შემდეგ მომიბრუნდა და მეუბნება _ შენც რომ არ იწვალო და ჩვენც არ გვაწვალო, მოდი, ეს ნაკვეთი სახელმწიფოს აჩუქეო!

_ 100 ათასზე აღარ იყო საუბარი?

_ არა, უკვე ჩუქებას მთხოვენ. რა “გაახურე” საქმე, ხალხმა სახელმწიფოს მილიონები აჩუქესო, _ მითხრა პროკურორმა. მე ვუპასუხე, მილიონის თუ აჩუქეს, ათი მილიონი დარჩათ. ეს ფული ჩემთვის წამლის ფულია, თქვენ პენსიონერ მასწავლებელს მეძახით და მეუბნებით _ სახელმწიფოს აჩუქე ქონება, ნაცვლად იმისა, სახელმწიფო აქეთ დამეხმაროს,-მეთქი.

_ ამის შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, იოლად შეგეშვნენ?

_ არა, რა თქმა უნდა! მაინც ჩამატანინეს დედნები. პროკურორს ავუხსენი _ სანამ ცოცხალი ვარ, ამაზე ხელის მომწერი არ ვარ. ჩემი ბიჭი ინგლისშია და ახლოს არის სტრასბურგთან-მეთქი. ისიც დავუმატე, რომ მეტს არ ჩავიდოდი ოზურგეთში და ამ საკითხზე არავის დაველაპარაკებოდი.

მას შემდეგ ჩემთვის არავის დაურეკავს. ამ ზაფხულს ინგლისიდან ჩამოვიდა ჩემი შვილის მეგობარი, რომელიც ლანჩხუთში რიგი ინვესტიციების გახორციელებით დაინტერესდა. ერთ-ერთი აღმოჩნდა მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში, სადაც სურს გაზის სატუმბი სადგურის გაკეთება. მან ბევრი ადგილი მოინახულა, ფასებიც გაარკვია. რადგან ჩემი შვილის მეგობარი იყო, შეღავათი გავუწიე და გადავწყვიტე, ჩემი ნაკვეთი დამეთმო. შემომთავაზა, რომ ნაკვეთს შეიძენდა და მოწილედ შემიყვანდა. ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო.

_ კიდევ პრობლემები შეგიქმნეს?

_ 19 ოქტომბერს მივედით ფოთის საჯარო რეესტრში, რათა გადამეფორმებინა ეს ნაკვეთი ბრიტანეთის მოქალაქეზე. 23-24-ში პასუხი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ მივიღე. ამიტომ დავუკავშირდი ფოთის საჯარო რეესტრს, სადაც მითხრეს, რომ ეს ლანჩხუთს უნდა გაეკეთებინა. თურმე, დაიბლოკა ჩემი საქმე. მახსოვს, პარასკევია, ანუ სამუშაო 2 დღის შესრულებული უნდა იყოს. მივედი ლანჩხუთის ოფისში. უფროსი სარდიონ ჩხაიძე მელაპარაკა. მითხრა, რომ ჩემი შვილიც ელაპარაკა და ისე ნუ იზამთ, სასკანდალოდ გახდეს საქმე და საელჩოები ჩაერიონო. ორშაბათს იქნება, სავარაუდოდო. ორშაბათს ვერა და სამშაბათს მივედი. სარდიონი შვებულებაში აღმოჩნდა გასული! ამდენ თანამდებობაზე მიმუშავია და ასეთი არ გამიგია _ პარასკევს არ იცოდა, შვებულებაში თუ გადიოდა? დაიმალა! რეესტრის თანამშრომლებმა მითხრეს, ამას სარდიონი აკეთებდა და ჩვენ ვერ ვიზამთო. უკიდურეს პროტესტს რომ მივმართე და რეესტრიდან წამოსვლას რომ არ ვაპირებდი, სასწრაფოდ მომიმზადეს საბუთი. მოვითხოვე, გაეცათ პასუხი _ რატომ დამიგვიანეს ამდენი ხანი? ეს პასუხი ვერ მივიღე. არადა, მე პრობლემები შემიქმნა ამ დაგვიანებამ _ ბრიტანელი მოქალაქე სამართლიანად შეშფოთდა, ფულს ვიხდი, წილში ვსვამ და კიდევ პრობლემები რად მინდაო? ჩიხში შემიყვანეს და ჩაიშალა მოლაპარაკება.

ახლა გავიგე, რომ ჩემი სოფლის რწმუნებულობის პერიოდით დაინტერესდნენ. ღრმაღელეში დღეს გაუვალი გზაა. ჩემს დროს რომ გზა გაკეთდა, ხელშეკრულებაში იდო, თუ 4 წლის მანძილზე დაზიანდებოდა გზა, გამკეთებელი კომპანია ვალდებული იყო, აღედგინა. დღეს რა ხდება? მას შემდეგ ეს გზა ბიუჯეტის ფულით სამჯერ შეაკეთეს. ვითხოვ, გამოიძიონ ეს საქმე!

ყველაზე მთავარი რაც მინდოდა მეთქვა _ პრობლემები შეუქმნეს იმ ადამიანს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “გურიას” თემაზე შეხვდა ლანჩხუთის გამგებელს და გოგუაძემ უთხრა _ ოღონდ “გურიას” უპატრონე და ჯაპანიდან გრიგოლეთამდე რომელ მიწასაც დაადებ ხელს, მოგყიდიო. აი, ასეთ ადამიანს შეუშალა ხელი, ანუ მე “დამბლოკა”…

_ ვინ? გამგებელმა?

_ კი, რა თქმა უნდა, გამგებელმა და სხვებმაც. რეზო ჩიტიძესთან მივედი, რომელმაც მითხრა, პროკურატურა რაღაცას იკვლევდაო. თუ იკვლევდა და რამე არასწორად იყო, დაეყადაღებინათ. სხვა მხრივ, რატომ არ მაძლევდნენ ჩემი მიწის გაყიდვის უფლებას?

_ თქვენ გამგებელთან რაიმე დაპირისპირება გაქვთ?

_ როცა სააკაშვილმა ღრმაღელეში წააგო, გამგებელმა ჩემი რწმუნებულის პოსტიდან გაშვება მოითხოვა. არადა, არაფერი გააკეთეს და ხმა საერთოდ რომ ავიღეთ, ესეც გასაკვირია. თავად მაშინ გამგებელი არ იყო, პეტრიაშვილის კაბინეტში რომ იჯდა, იქ იღებდა ხალხს. თურმე, ეძებს ჩემს შემცვლელს. მე ვუთხარი, არ ვარ არენიდან წაგებულ წასვლას მიჩვეული, საპარლამენტოს მოვიგებ და წავალ,-მეთქი. არა, განცხადება დაწერეო. არ დავწერე, მაგრამ მალე გრიპი დამემართა და ერთი კვირა ბიულეტენზე ვიყავი. თურმე, უნდა გამეფრთხილებინა ესენი. ისარგებლეს ამით და გამიშვეს.

ჩვენ კომენტარისთვის ლანჩხუთის გამგებელ გიორგი გოგუაძეს დავუკავშირდით:

_ ბატონო გიორგი, ბადრი კუტალაშვილი ამბობს, რომ თქვენ მას მიწის ნაკვეთის გაყიდვაში შეუშალეთ ხელი.

_ მე რა შეხება უნდა მქონდეს მაგ საქმესთან? თუ ეს არის კერძო საკუთრება და გაყიდის, მე ხელს როგორ შევუშლი? ვერავინ იტყვის, რომ ჩემი მხრიდან მასზე ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ამ მიწასთან დაკავშირებით რაიმე თხოვნა მქონდა.

_ თქვენზე ამას არ ამბობს, თუმცა, აღნიშნავს, რომ პიროვნულად არ გაქვთ მასთან კარგი ურთიერთობა.

_ რატომ არ უნდა მქონდეს კარგი ურთიერთობა?

_ თავად ამბობს, რომ თავის დროზე სოფლის რწმუნებულის თანამდებობიდან გაათავისუფლეთ…

_ არანაირი შეხება მაგ საკითხთან მე არ მქონია. მაგ ადამიანმა, შესაძლოა, კიდევ ბევრი რამ დამაბრალოს…

ჩვენ საჯარო რეესტრის ლანჩხუთის განყოფილების უფროსთან დაკავშირებას ვეცადეთ, მაგრამ სარდიონ ჩხაიძეს მობილური გათიშული ჰქონდა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021
მთავარი თემა

“სკოლა, ამდენი ბავშვი და უსაფრთხოების გარანტიის მინიმუმიც არ არსებობს!”

07:02; 22 თებერვალი, 2021

უზენაესი სასამართლოს განცხადება არც ერთ არსებით კითხვას არ პასუხობს

"მზერას" ექიმები ჩოხატაურში

ყველა სიახლე

საზოგადოება

PISA 2022-ის შედეგები: რომელ საგნებში გაუარესდა ქართველი მოსწავლეების მაჩვენებლები

18:42; 5.12.2023
საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება – დევნილთა სააგენტო

16:49; 5.12.2023
საზოგადოება

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

16:47; 5.12.2023
საზოგადოება

ქუნთრუშას შემთხვევები ოზურგეთში – რას ამბობს ეპიდემიოლოგი

16:20; 5.12.2023
სამართალი

დაცვის პოლიციის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს

16:07; 5.12.2023
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და სასკოლო ლიგის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დაიწყო

16:04; 5.12.2023
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ზვავები, ქარბუქი” – გაფრთხილება ამინდის შესახებ

15:30; 5.12.2023
მსოფლიო

ზელენსკი თავისი შეცდომების გამო პოპულარობას კარგავს – კლიჩკო

14:58; 5.12.2023
პოლიტიკა

“კლანურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ძმები წულუკიძეების და ელდარ ანთაძის სასჯელი” – ენმ

14:28; 5.12.2023
სამართალი

პოლიციელის დაჭრა და განზრახ მკვლელობის მცდელობა – ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:17; 5.12.2023
საზოგადოება

ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მე-4 მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

14:05; 5.12.2023
საზოგადოება

უკანონო ტყისთსარგებლობის ფაქტები გურიაში

13:59; 5.12.2023
ზაფრანი

ძროხების მოფერების სერვისი სტრესის მოსახსნელად

13:43; 5.12.2023
საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

13:00; 5.12.2023
საზოგადოება

თოვლი და ზვავსაშიშროება – სად არის აკრძალული და სად არა ავტოტრანსპორტის მოძრაობა

12:07; 5.12.2023

დღის ფოტო

დღის ფოტო

ისევ გურია “გურია ნიუსთან” ერთად

12:47; 23.11.2023
0

გომისმთაზე ბარაქიანად თოვს

13:16; 17.11.2023

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

პედიატრი: ეს პანიკური აშლილობაა, რომელიც შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს!

12:00; 4.12.2023
0

ლევან ნიკოლეიშვილი: ამის პატიებაც კი არავისთვის არ შეიძლება

19:09; 3.12.2023
გურია ნიუსი

[email protected]
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2023 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო