ინგლისში გასამართი 6-კვირიანი ტურნირი, რომლის 48 მატჩი 12 ქალაქში გაიმართება, 2.45 მილიონი ბილეთითა და 400 000 საერთაშორისო სტუმრის მოლოდინში, რაგბის ისტორიაში უდიდეს მსოფლიო თასად იქცევა.
მასპინძელი ქვეყნის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა ‘ლონდონის თვალი' ტურნირის მთავარი საიმიჯო ორიენტირია. მისი კაფსულები 20 მოასპარეზე ქვეყნის დროშებით შეიმოსა. ‘ლონდონის თვალი' ტურნირის დასრულებამდე მისი მთავარი ვიზუალი იქნება, კაფსულების ინტერიერი კი გულშემატკივრების მიერ მოწოდებული, მსოფლიო თასის ტროფი-ტურისა და რაგბის დღესასწაულის (#CelebratingRugby) დროს გადაღებული ფოტოებით მოირთვება.
ღონისძიებები დედაქალაქით არ შემოიფარგლება – მსოფლიო თასს სხვა ქალაქებიც თავისებურად აღნიშნავენ. ნიუქასლში, თაინის ხიდზე, მსოფლიო თასის ლოგო დამონტაჟდა, ლესთერში
მას, ვისაც თამაშებზე დასასწრები ბილეთები უკვე შეძენილი აქვს, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით (Blippar app) შეეძლება ბილეთების სკანირებით გაიგოს ნებისმიერი ინფორმაცია სასურველი მატჩის შესახებ, დაგეგმოს სამატჩო დღე და სპეციალური რუკების მეშვეობით, რომლებიც „გულშემატკივრების ზონაში" მიიყვანს, სხვადასხვა ინტერაქციაშიც ჩაერთოს.
ამისთვის „მსოფლიო რაგბმა“ 6 000 მოხალისე დაასაქმა. ფანზონებში განთავსებულ ეკრანებზე მატჩები ლაივ–სთრიმით გადმოიცემა. გამონაკლისი არც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას განთავსებული პაბები და ბარები იქნება.
კიდევ ერთი სიახლე, რაც წლევანდელ მსოფლიო თასზე დაინერგება, ყურსასმენებით კომენტირებაა. მატჩის მსვლელობას თან დაერთვება რაგბის წესების განმარტებები, რათა სანახაობა უფრო საინტერესო გახდეს როგორც ახალი, ისე ძველი გულშემატკივრებისთვის. სერვისი უცხოელი ქომაგებისთვისაც განხორციელდება, მათთვის სასურველ ენაზე.
ტურნირის წინ ორგკომიტეტმა სპეციალური, საგანმანათლებლო ვიდეოები, ‘რაგბის სკოლა’ შექმნა. პირველი ნაწილი დღეს გამოვიდა. ეს წამოწყება გულშემატკივრებს რაგბის წესებისა და ელემენტების უკეთ გაგებაში დაეხმარება.
თასის გახსნის ცერემონიალი თვიქნემის სტადიონზე, 18 სექტემბერს, ინგლისი – ფიჯის თამაშის წინ გაიმართებ
ორგკომიტეტის მმართველი დირექტორი, სთივენ ბრაუნი ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ რაღაც 1 თვე რჩება, გულშემატკივრებს ჯერ კიდევ რჩებათ შანსი, რომ ამ უდიდესი დღესასწაულის მონაწილენი გახდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ყოველ სტადიონზე თითოეული სამატჩო დღე ყველა ქომაგისთვის დაუვიწყარი იქნება. მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ბინადარს აქვს შესაძლებლობა, 6 კვირით რაგბის სამყაროში გადაინაცვლოს"