შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა.
მოთხოვნათა ათეულში მოხვდა საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა და ფსიქოლოგია, ტურიზმი, კომპიუტერული მეცნიერებები.
ცენტრის ინფორმაციით, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ის პროფესიები, რომელთა შესწავლაც სახელმწიფო დაფინანსებით _ უფასოდაა შესაძლებელი.
გამოცდების და შეფასების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ წელს ასევე მოთხოვნადია ენერგეტიკის, ტურიზმის მიმართულება და ისტორია.