"ილიაუნი" წელს 2 875 აბიტურიენტს იღებდა, პირველ ნომრად კი ეს უნივერსიტეტი 7 149 აბიტურიენტმა აირჩია. ასე რომ, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ადგილზე არჩევნის მიხედვით, ყველაზე მაღალი კონკურსი სწორედ "ილიაუნში" დაფიქსირდა.
პირველი არჩევნის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, არქეოლოგიის, ისტორიის, ფილოსოფიისა და ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამები.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით, პირველი არჩევნის მიხედვით კონკურსი მხოლოდ ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე იყო.
ქვეყანაში არსებულ 705 საბაკალავრო პროგრამას შორის (პირველ ადგილზე არჩევის მიხედვით კონკურსით) მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა, მესამეზე _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ხოლო მეექვსეზე _ ილიაუნის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა.