ზღვისპირა კურორტ ურეკში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლების კონცერტს ასობით დამსვენელები და ადგილობრივი დაესწრო. კონცერტი "ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა" მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით უკვე მეორეა წელია ზღვის სეზონზე იმართება.
"დღევანდელი დღე გეკუთვნით თითოეულ თქვენთაგანს და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთგულად ყოველ წელს ჩერდებიან ურეკში. რიგი იმ პრობლემების მიუხედავად, რომელიც ხანდახან დისკომფორტს გიქმნით. მაგრამ გპირდებით, რომ ერთხელ და სამუდამო დასრულდება ყველა ის პრობლემა, რომელიც ურეკის წინაშე იდგა." – თქვა სიტყვის გამოსვლის დროს ოზურგეთს მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
კონცერტში მონაწილეობდნენ სოფო ბედია, მებო ნუცუბიძე, სოფო გელოვანი, ნინა სუბლატი და ნინი ბრეგვაძე.
" მიხარია, რომ ურეკში გამოვდივარ. სამწუხაროდ გვიან ჩამოვედი და ზღვაში ვერ მოვახერხე შესვლა. ძალიან ენერგიული მსმენელი დაგხვდა ურეკში და იმედია, კიდევ ჩავატარებთ ახალგაზრდა მომღერლები გურიაში კონცერტს". – გვითხრა მებო ნუცუბიძემ.
საღამოს წამყვანი გუკა სალუქვაძე იყო. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.