ფეხბურთის ფედერაციაში ტრიბუნალი იწყება, სადაც გურიის ფედერაციის დელეგატის კანონიერება უნდა განიხილონ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმყოფება გურიის ფედერაციიის ადვოკატი.
როგორც გიორგი მელიქიშვილმა განაცხადა, დღეს, ფედერაციამ წესით სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთვევაში, ის საკუთარი წესდების 21-ე მუხლს დაარღვევს.
„გურიის ფედერაციას წამოადგენს გამგეობა, შესაბამისად, გამგეობის გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვრულიყო დელეგატი, ამ შემთვევაში კი პრეზიდენტმა ერთპიროვნულად, ისე რომ ამის უფლება არ გააჩნდა, მისი დელეგატი წარადგინა.
ვფიქრობ, ტრიბულანალი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას და გააუქმებს დელეგატის კანდიდატურას, თუ არ გააუქმა ტრიბუნალის გადაწყველტილება არ სარჩივრდება, შესამაბისად, სამართლებრივად სხვა პროცედურები მეტი აღარ არსებობს.
წესით უნდა გააუქმოს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ფეხბურთის ფედერაციის წესდების 21-ე მუხლს. ვფიქრობ, ჩვენი საჩივარი ყველა შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა მელიქიშვილმა.