ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალის საჯარო სკოლათან მოსახლეობაა შეკრებილი და სკოლის დირქტორის სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებას აპროტესტებს. როგორც "გურია ნიუსისთვის " გახდა ცნობილი, სკოლაში შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. ყველა ასაკის მოსწავლე ამჟამად სკოლის ეზოში იმყოფება და უერთდება საპროტესტო აქციას.
მიუხედავად იმისა, რომ აქ იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სიტუცია მაინც დაძაბული რჩება. სოფელში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია სკოლის დირექტორის გათავისუფლების მიზეზები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიდან, სოფელში არავინ გამოჩენილა.
"გურია ნიუსი" ადგილზე რჩება და ახალ დეტალებს აქციის შესახებ, მალე შემოგთავაზებთ.