"ივლიტას ბიბლიოთეკას" ახალი შენაძენი აქვს. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ოლგა ბაბლუანის მიერ შემოწირული კომპიუტერი და იკო ცაბაძის მიერ შექმნილი საქართველოს რუკა დღეს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკამ რამდენიმე მნიშვნელოვან პრეზენტაციას და ტრენინგს უკვე უმასპინძლა.
ბიბლიოთეკაში, რომლიც ჩოხატაურში, "გურია ნიუსის" ოფისში მდებარეობს და რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელზე გაკეთდა ახალგაზრდები ხშირად იკრიბებიან, წიგნებს კითხულობენ და ერთმანეთს აზრებს უზიარებენ.
ბიბლიოთეკაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მალე დასრულდება. უკვე გვაქვს მოძრავი თაროები და მაგიდები.
მალე "ივლიტას ბიბლიოთეკა" განახლებულ გარემოში მიიღებს წიგნის მოყვარულებს.