ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და ქარიშხალმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანებულია გზები, ხიდები, საყანე ფართობები, საცხოვრებელი სახლები, საყანე ფართობები.
ძლიერმა ქარმა სოფელ ერკეთში მდებარე დედათა მონასტრის სახურავი დააზიანა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას თქმით პრობლემა უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება:
_ საბედნიეროდ დიდი დაზიანება არ არის. ქარმა სახურავი დააზიანა, თუმცა, მონასტერში წყალი არ ჩადის. როგორც კი წვიმა შეჩერდება, ჩვენი ძალებით გავაკეთებთ, _ გვითხრა კუჭავამ.
გამგებლის ინფორმაციით ჩოხატაურს დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე კანცელარიის წარმომადგენლები ეწვევიან და ზარალის ზუსტი აღწერა მოხდება.