სტიქიამ გურიაში გზები, ხიდები, მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები დააზიანა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო ხიდს საყრდენი ბურჯი გამოაცალა.
შედეგების აღმოსაფხვრელად სპეციალური შტაბია შექმნილი, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას სწავლობს.