საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ293 მონაკვეთზე ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა ხევმა გამორეცხა დროებითი შემოსავლელი გზა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთო ქ. სენაკში გამავალ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორცილდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.