13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო, საფრანგეთში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამუშავებულია ყველაზე მაღალი უსაფრთხოების გეგმა, რაც ნიშნავს, რომ აკრძალულია გარეთ გასვლა და გაძლიერებულია დაცვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლებში:
_ გთხოვთ, ნუ აყვებით პანიკას. ამუშავებულია საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: + 33(0) 783318689
ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველო საელჩოს ფეისბუქის გვერდებზე: https://www.facebook.com/ambassadedegeorgieenfrance
ან დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზს: (+995 577) 98 40 20, _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.