CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს მინიმუმ 118 ადამიანი ემსხვერპლა.
ფრანგული მედიის ცნობით, ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში 100-მდე მძევალი მოკლეს.
თეატრში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 50-მდე მძევლის გათავისუფლება მოხერხდა.
არსებული ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს 2 ტერორისტი მოკლეს, ერთი კი აიყვანეს.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დახურულია აეროპორტი და სხვადასხვა უბნებში სპეცოპერაციები ამ წუთებშიც ტარდება.