საფრანგეთში დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებით ეხმაურება:
_ ტრაგედია, რომელიც დღეს პარიზში ხდება მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს და ერებს გვაერთიანებს. გვაერთიანებს, პირველ რიგში, საფრანგეთის და ფრანგი ხალხის მხარდასაჭერად ამ უმძიმეს წუთებში, ხოლო მეორეს მხრივ გვაერთიანებს სამყაროს უდიდესი ბოროტების – ტერორიზმის წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ საფრანგეთს, ფრანგ ხალხს, პრეზიდენტ ოლანდს, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ამ შოკისმომგვრელი ტრაგედიის გამო.
საქართველო და ქართველი ხალხი მათ გვერდითაა ამ უმძიმეს წუთებში, _ აღნიშნულია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.