ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად კიდევ რამდენიმე ოჯახი დაზარალდა.
წუხანდელმა ძლიერმა ქარმა, სოფელ ბახვში მცხოვრები თამაზ ცეცხლაძის სახლი სახურავის გარეშე დატოვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური ზარალს ითვლის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისიები მუშაობენ.
მგელაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯებს საქართველოს მთავრობა სრულად აანაზღაურებს.