(გურია ნიუსი ჩოხატაური) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი შოთა ჭანუყვაძე ისევ შსს-ს უბრუნდება. როგორც წყარომ გვითხრა, ჭანუყვაძე, რომელსაც ბახმაროში მიწის ოთხი ნაკვეთი უკანონოდ ჰქონდა დაკანონებული და ამის გამო დაითხოვეს სამსახურიდან, სამინისტროში უკვე დაიბარეს და თანამდებობაც შესთავაზეს. თავად ყოფილი პოლიცმაისტერი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს და პრესასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს, თუმცა, როგორც წყარო ამტკიცებს, ისიც და მისი გუნდის წევრებიც მალე ისევ მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ.
Developed By My Software 2021 © All rights reserved