"ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ იმოგზაურონ ევროპაში უვიზოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნისა და მიღწევების. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ერი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ყოველგვარი ბარიერების გარეშე ვმოგზაურობდეთ და გავაკეთოთ კარგი საქმეები ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი მომავალი თაობებისათვის.
რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ თქვენს სულისკვეთებას, რომ ჩვენ, ჩვენი მდიდარი კულტურით, ფასეულობით უნდა გავხდეთ ევროპის სტრუქტურების წევრი."- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ საპატრიარქოში შეხვედრის დროს გააკეთა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს მხარდაჭერისთვის, აგრეთვე მადლობა გადაუხადა ყველა იმ სტრუქტურის თანამშრომელს, რომლებიც ჩართული იყვნენ პროცესებში.
"ევროკავშირის გარდა ჩვენს მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში, ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უწმინდესს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის და დალოცვისთვის. " -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





































































