ჩოხატაურში, "თი ბი სი" ბანკის ფილიალი ამ წუთებში დაკეტილია და გათიშულია ბანკომატი, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს.
"გურია ნიუსი" მიზეზის გარკვევას შეეცადა, თუმცა, ბანკში ჩაკეტილმა თანამშრომლებმა რომ კარი არ გაგვიღეს და მხოლოდ ჟესტის გვანიშნეს, რომ ბანკომატი არ მუშაობდა.
ბანკის დაკეტვის და ბანკომატის გათიშვის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს უშუქობას უკავშირდება. ამ დროისთვის მთელი ჩოხატაური უშუქოდაა დარჩენილი და მხოლოდ "ლიბერთი ბანკი" მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში სწრაფი გადარიცხვის აპარატებიც გათიშულია.
































































