ქალაქ ლანჩხუთში გზები ამ დრომდე გაუწმენდავია და შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა. მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით გზების გაწმენდა უკვე დაიწყო:
_ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სტრატეგიულ ობიექტებს. ვიცით, რომ ქალაქში პრობლემებია, თუმცა ტექნიკა ამ წუთებში მუშაობს და ლანჩხუთის ცენტრალური გზები მალე გაიწმინდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაკა სულაბერიძემ.
გზებთან დაკავშირებით პრობლემებია სოფლებშიც. როგორც "გურია ნიუსს" ჩოჩხათის, აცანის, მამათის და ლესის მოსახლეობამ აცნობა გზები მთლიანად პარალიზებულია:
_ ტექნიკა დილიდანვე გასულია და მუშაობს ნიგვზიანის, ლესის, ჩოჩხათის, აცანის, მამათის, აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მიმდინარეობს გზის გაწმედითი სამუშაოები. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, _ გვითხრა სულაბერიძემ.





























































