ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ლანჩხუთის სერვისცენტრის ინფორმაციით ელექტროენერგიის გათიშვა დიდთოვლობამ გამოიწვია და კომპანიის თანამშრომლები დაზიანებულ უბნებზე ამ წუთებში მუშაობენ.
კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება სოფელბს დღის ბოლომდე აღუდგება.
































































