საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმის თაობაზე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს ლავროვთან შეხვედრისთვის გამოცდილება და კომპეტენცია არ აქვს, მისივე გუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ "ეს იყო აურზაური არაფერის გამო" და "მინისტრს კომპენეტციას არ უწუნებს:
"ეს იყო აურზაური არაფრის გამო. თანაგუნდელების ერთსულოვნებას მივესალმები, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მეც მათ მხარეზე ვარ. ბატონ ჯანელიძეს, ჩემი განცხადების გამო, ქომაგობა არ სჭირდება. თანაგუნდელებს მინდა ვურჩიო, კომენტარის გაკეთებისას ორიგინალს დაეყრდნონ.
მინისტრს კომპეტენციას არ ვუწუნებ. ეს სიტყვა საერთოდ არ მიხსენებია. მე ვსაუბრობდი გამოცდილებაზე. იგივეს ვიტყვი ქალბატონ ხიდაშელზე, რომელსაც კომპეტენცია აქვს, მაგრამ არ აქვს საომარი გამოცდილება", _ აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.