ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ თბილისი-მოსკოვის ავიარეისებზე ფასები დაწია. ფრენა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ტურისტებს 9 ათას 500 რუბლად შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტსაიტი Pirates.ru ავრცელებს, რომელიც ტურისტებისათვის იაფ შეთავაზებებს ათავსებს თავის გვერდზე.
ავიაკომპანია S7 ბილეთებს თბილისის მიმართულებით მსურველებს 9 ათას 300 რუბლად სთავაზობს, "აეროფლოტი" კი 10 ათას 500 რუბლად ორივე მიმართულებით.
ჯეჯრჯერობით "აეროფლოტის" აქცია მარტის ბოლომდე მოქმედებს, S7 კი მსურველებს თარიღის არჩევის საშუალებას აძლევს.