ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ტყე იწვის.
როგორც "გურია ნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს, ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
_ მთელი მთა, რომელიც ტყით არის დაფარული ცეცხლშია გახვეული, _ გვითხრეს ხიდისთაველებმა.
ჯერჯერობით უცნობია რა ფართობზეა ცეცხლი.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, სამაშველო სამსახური უკვე შემთხვევის ადგილზეა.
_ წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ე.წ. ჯირკვებს გაუჩნდა. სახანძრო სამსახური უკვე ადგილზეა. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა არ ცხოვრობს და ამ მხრივ საფრთხე არ არის, _ გვითხრა კუჭავამ.