ლანჩხუთელმა იური ცინცაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა "იღბლიანი ბორბალის" სუპერფინალი მოიგო.
იური ცინცაძე ლანჩხუთელია, 23 წლის, ყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მან 175 ქულით წარმატებით გადალახა თამაშის პირველი ტური და ფინალში გადავიდა.
სუპერთამაშში იური ცინცაძემ სიტყვის ამოსაცნობად საჭირო ვერცერთი ასო ვერ დაასახელა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სიტყვა სწორად ამოიცნო. მან 2 ათასი ქულა და შესაბამისად მაღაზია "ალტაში" ტექნიკის არჩევის შესაძლებლობა მოიპოვა.