ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს გამოწვეული – ამ დასკვნამდე ამერიკის შეერთებული შტატების უაიტ-პეტერსონის ინსტიტუტის სამეცნიერო კოლექტივი მივიდა.
კვლევებით დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ქრონიკული დაღლილობით იტანჯებიან, სისხლში აქვთ ვირუსი, რომელიც ცნობილია როგორც XNRY. ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და აქვს უნარი, იცხოვროს ადამიანის ორგანიზმში.
როგორც აღმოჩნდა, ეს ვირუსი იმ პაციენტთა 67 პროცენტში არსებობს, ვინც მუდმივ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ დაღლილობას უჩივიან. დადგინდა ისიც, რომ ის საგრძნობლად ასუსტებს ადამიანის იმუნურ სისტემას.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამერიკელი სწავლულების აღმოჩენის შედეგად, მედიცინის მუშაკები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დაღლილობა შეიძლება ავადმყოფობად ჩაითვალოს და ასეთ ადამიანს მკურნალობაც დაენიშნოს.
დღეისათვის ქრონიკული დაღლილობის სინდრომით მსოფლიოში 17 მილიონი ადამიანი იტანჯება.