ჰონგ კონგში გარემოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰონკ-კონგში სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც პოლიციელები უკანონოდ დამონტაჟებულ სავაჭრო ჯიხურებს იღებდნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, მოვაჭრეებმა სამართალდამცავებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, მათ ასევე ნაგვის ურნები დაწვეს.
როგორც ცნობილია, პოლიციელებმა ორი გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ მოვაჭრეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მაუწყებლის ცნობით, შეტაკების შედეგად 90-მდე დაშავებულია, ხოლო 54 ადამიანი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს.