გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ პროექტმა, რომელიც ფედერაციულ რესპუბლიკაში მულტიკულტურული საზოგადოების მშენებლობას ითვალისწინებს კრახი განიცადა.
გერმანელმა კანცლერმა განაცხადა, რომ ყოველი ემიგრანტი ვალდებულია, შეისწავლოს გერმანული ენა და ინტეგრირდეს გერმანულ საზოგადოებაში.
გარდა ამისა, კანცლერის განცხადებით, გერმანია განიცდის კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობას და გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში ეს ნაკლი ემიგრანტების სახით შეივსება.
მერკელმა აღნიშნა რომ ისლამი გერმანიის ნაწილი გახდა.
კანცლერმა მაგალითად მოიყვანა წარმოშობით თურქი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი, რომელიც გერმანიის ნაკრების ლიდერად ითვლება და განაცხადა, რომ ისლამი ნამდვილად არის გერმანიის ნაწილი და ის მხოლოდ მიესალმება იოზილის მსგავსი პრეცედენტების არსებობას გერმანიაში.