გურულის წერილები (ამონარიდი ძველი გაზეთიდან)
ქათამმა თქვა, ღმერთს რომ ჩემი სიკეთე ნდომებოდა, დედაჩემს ძუძუ ექნებოდაო. ამისი არ იყოს, ღმერთს რომ ჩემი სიკეთე ნდომებოდა, მეც აი ჭლიკ მიტეხილი რუსული მეცოდინებოდა. ჩემი ურუსულობით ქე დამემართა ნაქნარი.
ბათომში წევედი… გევიხედე, მოდის ბათომიდან.
დუუშტიმავს, ამ ღამე, თვალები ტრაპაიძეს კუროსავით _ ფშუჭ-ფშუჭ, შლაჭ-შლუჭ, ვაი და ვუი მის თავს, მუაქ ხეი და მიწა.
მევიდა, გაჩერდა. შევხედე აგონებს და იგი საშლაჭუნაი ერთი წინ მომბია და მეორე უკან მოკვიასებია. აბა, კაი ბიჭი ხარ და მიხთი, სეით თავი აქვს და სეით ბოლო…
მივედი, კუდს უნახავ მეთქინ, იქინე თავი დუურჩა, აბა ახლა კუდი იქით ექნება მეთქინ… იქინეიც თავი აბია…
დავაჯედი უკუდოს და ორთავას. ერთი კი ვიფიქრე, ღმერთი არ გოუწყრეს, ქუთეისში არ წამიყვანოს მეთქინ… ვკითხე კანდუხტორს: აგი მარშინაი სეით მივა მეთქინ? რუსი გამოდგა, ვერ მიმიხთა, მორეს ვკითხე… იგიც რუსი დარჩა. ჩამეიარა მესამემ.
იმასაც ვკითხე: იგი თლა ჭყურტი რუსი დარჩა. მიოთხე… დასწყევლოს ღმერთმა ეშმაკი! ამდენ კაცში ერთი ქართველი გამორევოდა! რავა, პრავოჭიკი მაინც არსად დასჭირდებიან ნეტაი?
ამასობაში, თითო დეიკივლა, თითო დეიფშუჭა, თითო დეიქნეშა, აშლაჭუნდა, დაშლაჭუნდა, აბრიგინდა, დაბრიგინდა და მოსცხო… აწი არ იკითხავ სეით? ქუთეისისკენ. ახლა მომჭერი ვინცხამ თავი…
მევინდომე ძირს წკეპვა, მარა რაფერ გინდა? კანდუხრორი და ჯანდარი თავზე რომ დაგადგება, თუ რამე თქვი, აი რუსული მუჯლუგუნი კაკალ ყურის ძირში ხრენგას გაადენს და მერე მოდექი და იბერე ზეთ სული, რას გიშველის?!
გურულათ ჩაცმული რო დამინახა, ერთმა კანდუხტორმა, თათარი ვეგონე თუ რაცხა, ქთამი მთხუა თათრულად: ედი მანათიო – შვიდი მანათი მომეციო, მარა იმის გამეტი არ ოუდგა გვერდები, მიზდა აფერი მიმეცეს.
ამომაყოფიეს თავი ქუთეისში.