გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ემანუელ მაკრონი – ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

    დონალდ ტრამპი – რაც არ უნდა გავაკეთო, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ

    15 წლის ბიჭს პარკში მეხმა დაარტყა და გადარჩა (უცხოეთი)

    ისრაელ კაცი: „ჰეზბოლას“ ლიდერს ვთავაზობ, ფრთხილად იყოს და გაიგოს, რომ ისრაელმა მოთმინება დაკარგა

    სურს თუ არა ომში მონაწილეობა, ეს ტრამპის გადასაწყვეტია _ბენიამინ ნეთანიაჰუ

    სკანდალი სომხეთში- რაში სდებს ბრალს ფაშინიანი სასულიერო პირებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    ემანუელ მაკრონი – ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

    დონალდ ტრამპი – რაც არ უნდა გავაკეთო, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მაინც ვერ მივიღებ

    15 წლის ბიჭს პარკში მეხმა დაარტყა და გადარჩა (უცხოეთი)

    ისრაელ კაცი: „ჰეზბოლას“ ლიდერს ვთავაზობ, ფრთხილად იყოს და გაიგოს, რომ ისრაელმა მოთმინება დაკარგა

    სურს თუ არა ომში მონაწილეობა, ეს ტრამპის გადასაწყვეტია _ბენიამინ ნეთანიაჰუ

    სკანდალი სომხეთში- რაში სდებს ბრალს ფაშინიანი სასულიერო პირებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რატომ დეპუტატობა?! ანუ სახელმძღვანელო დეპუტატობის მსურველთათვის

16:04; 19.04.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

წინასაარჩევნო პერიოდი პოლიტიკურ პარტიებსა და მათ საარჩევნო შტაბებში, რთული პროცესია. საარჩევნო ადმინისტრაციები, კამპანიები, საარჩევნო სუბიექტები თუ სხვა არჩევნებთან დაკავშირებული დანარჩენი საკითხი ქართულ გარემოში ძირითადად დაძაბულობასთან ასოცირდება. თუ კი განვითარებულ ქვეყნებში ეს საზოგადოებისათვის ნაწილობრივ საზეიმო პროცესია, როგორც შანსი და ახალი ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესების სიმბოლოებთან ასოცირდებიან, ჩვენს ქვეყანაში იგივე პროცესი დათრგუნვაზე უფროა ორიენტირებული; თუ კი განვითარებულ ქვეყნებში, ძირითადად, საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაციებსა და პრომოკამპანიებს სადღესასწაულო ელფერი გასდევს, მაქსიმალურია აუდიტორიის თანამონაწილეობა, ერთ სივრცეში თავსდება კონკურენტები, ამომრჩეველი, საარჩევნო კანდიდატები და სხვა, ჩვენს ქვეყანაში იგივე პროცესი დაკავშირებულია შიშებსა და ფობიებთან, ზოგადად, მძიმე ემოციებთან და ა.შ. თუ კი კლასიკური საარჩევნო კამპანია არჩევნების მეორე დღიდან იწყება და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურდება, ხოლო საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საკუთარ უპირატესობების წინ წამოწევაზეა ორიენტირებული, ჩვენთან მხოლოდ ბოლოს ახსენდება პოლიტიკურ სპექტრს ამომრჩეველი და ისიც საკუთარი უპირატესობების შექმნის, ჩვენების ნაცვლად, მოწინააღმდეგეების დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული – რაც მეტად აჩვენებს მიუღებლად სხვას, მით მეტად აამაღლებს საკუთარ შანსებს ამომრჩეველში.

ნებისმიერი შემთხვევისთვის, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას ქმნიან, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამისთვის ისწრაფვიან და ცდილობენ პარლამენტში მოხვედრას.

ის, რომ ამ არჩეულთაგან უმრავლესს ხალხის არ ესმის და ხალხის უმრავლესობას კიდევ საკუთარი არჩეულების, ეს სიახლე არაა. მაგრამ… საინტერესო ისაა, რით ხელმძღვანელობენ თავად პოლიტიკური პარტიები, მმართველი ძალა და მათი ოპონენტები ასეთი ადამიანების შემოკრებისას? ის, რომ თანამედროვე ქართველს, ძირითადად, ქვეყნის მიმართაც და ხალხის მიმართაც უხშირესად სრული გულგრილობა აქვს, ამაშიც ახალი არაფერია, ზოგს სამშობლო სადღეგრძელო ჰგონია, ზოგს კი "სამშობლოს" – სიტყვის ხსენებაც კი ეუხერხულება, თითქოს რაიმე ცოდვასთან ჰქონდეს საქმე, თუ კი იტყვის, ის ადგილიც მიყვარს, სადაც დავიბადე და ის ხალხიც, ვინც ჩემს ქვეყანას წარმოადგენსო; ზოგს სამშობლოს ცნებაში ვიწრო ეთნიკური იდეა აქვს ნაგულისხმევი, ზოგს პირიქით, სამშობლოს იდეაში საკუთარი ეთნიკურობის ნაცვლად ყველა სხვა აქვს წარმოდგენილი; ზოგსაც არც ერთი აღელვებს და არც მეორე, მთავარია, რაღაც წარმატების სურნელი იყნოსოს პარლამენტარობის იდეაში;

საინტერესოა, რის მიხედვით არჩევენ პოლიტიკური პარტიები წევრებს საარჩევნოდ? – ყველაზე გავრცელებული მეთოდი რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა, ერთი, ეს იყო აქტიური აქტივისტები, რადიკალები, დროშის დამტარებლები, აგრესიული რევოლუციონერები და ა.შ. მათ, როგორც ინსტრუმენტებს, ისე აღიქვამდნენ წლების განმავლობაში და არსებითად თავის მქნეველის ან პულტის დამჭერის ფუნქციას აკისრებდნენ; მეორე იყო ე.წ. ცნობადი და საპატიო ადამიანები, აქ საქმე მარტივად იდგა, "უსუნო ყვავილისა" არ იყოს, ამ ადამიანების გამოყენების მიზანი იყო მათი დადებითი იმიჯის გადამდებლობა; ზოგადად, ე.წ. ცნობადი სახეებით მანიპულირება პოსტსაბჭოურ რეალობას ახასიათებდა და სანამ საზოგადოება ამ შეტყუებისგან თავს არ დაიზღვევს, მანამ ეს პოსტსაბჭოურ ნაშთებად დარჩება. ასე აკითხავდნენ ცნობილ მსახიობებს, სპორტსმენებს და სხვა წარმომადგენლებს, სარგებლობდნენ პოლიტიკური პარტიები მათი იმიჯით, სამაგიეროდ, ხშირ შემთხვევაში ამ ცდუნებას აყოლილი პოზიტიურად ცნობადი ადამიანები ახარჯავდნენ მთელ თავის პოზიტივს და საბოლოოდ ხალხში, ავტორიტეტსაც კარგავდნენ. აქა იქ ვხვდებოდით კონკრეტულ სპეციალისტებს, რომლებიც ძირითადად ბიუროკრატიულ ნაწილში იყვნენ გამოსადეგი და რაც ყველაზე მთავარი იყო, მაგრამ ბევრი პარტიისგან ყველაზე ნაკლებად ყურადღებული – ე.წ. მოლაპარაკე თავები, იგივე სპიკერები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ  საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესს, კონკურენტებთან დებატებს, პარტიის პრეზენტირებასა და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებს.

დღევანდელ მმართველ ძალას, პრაქტიკულად კრიზისი ჰქონდა ამ მიმართულებით, ისინი არ აკვირდებოდნენ იმ ძირითად სპიკერებს, რომლებიც წინა პლანზე ჰყავდათ წამოწეული, "გულის მოოხების" პრინციპით, არ აკვირდებოდნენ თუ რა შედეგს ტოვებდნენ საზოგადოებაზე, მმართველი ძალა მათი გამოსვლების შემდეგ იგებდა თუ აგებდა და ა.შ. ძირითადად, ძნელი არ იქნება იმის გარკვევა, რომ უმრავლეს შემთხვევაში "ქართული ოცნება" როგორც დებატებში მარცხდებოდა, ისე, ფსევდომოგებისას მარცხდებოდა ამომრჩევლის ცნობიერებაში, იღებდა რა დღითიდღე ნეგატიურ საიმიჯო სამოსელს.

ხარისხით უკეთესი სპიკერები ჰყავდა მათ ძირითად ოპონენტს ყოფილი ხელისუფლების სახით, მათ ძირითადად ხელში ეჭირათ ინფორმაცია, მედიასაშუალებები, სადაც ლამის მთელი სარედაქციო გუნდი უქმნიდა პროდიუსინგს სამუშაოდ და აქტიური აქტივისტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დამატებით ეფექტებს… თუმცა… მათ მესიჯებში, ძირითად წილში, დემაგოგიის, სიცარიელისა და სიყალბის რეკორდული დოზა ამ სპიკერებსაც და მათ უკან მდგომ პოლიტიკურ ძალასაც აზარალებდა დღითიდღე. თითქმის მას აყოლილი სხვა ოპოზიციური პარტიები კი ამ ჩამოთვლილთა გარდა, საკუთარ თვითმყოფადობასაც მიახარჯავდა და კიდევ უფრო  უარესობისკენ სახეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" იერს იღებდნენ.

თავისთავად გამოფიტული პოლიტიკური სპექტრი კრიზისში აღმოჩნდა, მათ დაკარგეს ამომრჩევლის არა მხოლოდ ნდობა, არამედ ყურადღებაც კი, საერთო უპატივცემულობა კი პოლიტიკური სპექტრის კრიზისში გადავიდა.

დღეს თითქოს არ ჩანს ის კრიტერიუმები ჩამოთვლილთაგან, რომელს უფრო იყენებს რომელიმე პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი მმართველი ძალა. თითქოს არ ჩანს ის კონცეფცია, რაც ძირითად სტრატეგიულ ფორმულას მისცემდათ ადამიანთა მოზიდვაში თუ საარჩევნოდ შერჩევაში. ყველაზე მეტად მაინც შიდა ურთიერთობრივი ლობიზმი გვხვდება თვალში, სადაც ის კრიტერიუმებიც ინგრევა, რომელიც თუნდაც მახინჯი სისტემისათვის, მაგრამ გარკვეული ლოგიკით იყო შემდგარი. დღეს საარჩევნო სიაში მოხვედრისას არ სვამენ შეკითხვა – რატომ? რა არის მიმზიდველი ამ ერთი შეხედვით არც ისე საინტერესო საქმიანობაში, რომელიც ახლა მითუმეტეს ნეგატიურ ელფერში იფუთება და უმადლიერო საქმეც კია მომწადინებლის შემთხვევაშიც კი. მე, მაგალითად, ვკითხავდი შემრჩევთა ადგილას, ადამიანებს – რატომ პარლამენტი? რა გიზიდავთ? პერსპექტივა? ძალაუფლება? პოპულიზმი? დამატებითი წყაროები, რომელიც შეიძლება კომერციულადაც იყოს მომგებიანი? თუ არის კიდევ სხვა რამ, რომელიც შეიძლება არ იყოს ქვენა მიზნებით გამოწვეული.

როდესაც ვუყურებ ჩვენს პარლამენტარებს, ხშირ შემთხვევაში მიჩნდება განცდა, რომ მათ ის საქმე არ უყვართ, რაშიც ტრიალებენ, თითქოს ძალით ჩაესვას ვინმეს, თითქოს ვერ ხედავდნენ თავს ამ საქმეში…

არადა…

არადა, პარლამენტარის საქმე არც ისე უინტერესოა, არც ისე მონოტონურია როგორც სტერეოტიპი, თითქოს კანონების შექმნის მონოტონურობაში იყოს მხოლოდ გაცრეცილი პარლამენტის წევრის ყოველდღიურობა; იყო პარლამენტის წევრი, ნიშნავს იყო წარმოდგენილი ადამიანებისგან, ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის. ეს შესაცბუნებელიცაა და სიხარულითაც გასააზრებელი, რადგან შენ გაქვს ვალდებულებაც და საშუალებაც, იარო შენს მხარეში, მთლიანად შენს ქვეყანაში, არ ჩაიკეტო, ესაუბრო ადამიანებს, სახელმწიფო გახარჯავს სახსრებს საიმისოდ, რომ შენ იყო მუდმივ და ხშირ კავშირში შენსავე ამომრჩეველთან, ზოგადად, შენსავე ხალხთან, მათთან ერთად შექმნა რაღაც. ასე მგონია, რომ უზარმაზარი სიხარულის განცდა უნდა გქონდეს, როდესაც თუნდაც ან გზა გაგყავს სადმე, ან რომელიმე შენობას აძლევ ხალხს, ან არემონტებ, ან აჯანსაღებ, ან წარმატებულებს ხვდები, ან ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამიანებს, ან უხუცესებს, ან ბავშვებს, ან ახალგაზრდებს, ან მრავალშვილიანებს, ან განსაკუთრებით მშრომელებს და მოწადინებულებს და ა.შ. შენი ქვეყანა ივსება ამ ადამიანებით, შენ კი, როგორც პარლამენტის წევრი, შენზე უკეთესად უნდა მიიჩნევდე ამ ადამიანებს, მათთვის მსახურად შეგრძნობდე თავს.

მე წლებია ლექტორად ვმუშაობ და მუდმივად ვიცი, რომ ჩემი საქმე აღმატებული კი არაა, არამედ აღმატებულებთან ურთიერთობა და მათი მსახურებაა, ასე ვხედავ ჩემს სტუდენტებს, რადგან ჩემი ფუნქცია მათი უკეთესობის და წინსვლის ხელშეწყობაა, მათთვის მსახურებაა… რატომღაც მგონია, რომ ეს უნდა იყოს მიდგომა და კონცეფცია იმ ადამიანებისაც, რომლებიც მალე საარჩევნო სიაში წარმოგვიდგებიან და თუ მათ არ ექნებათ შინაგანი მუხტი, შინაგანი განცდა, უბრალოება და გულწრფელობა საკუთარი ხალხი აღიარონ საკუთარ თავზე აღმატებულებად და უკეთესებად, მაშინ ყველა სხვა კრიტერიუმი, ცნობადობაცა და აქამდე წარმატებულობაც, მოლაპარაკეობაცა და ენერგიულობაც. მთავარი უნარი პარლამენტარისა უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, პრაგმატული კულტურის შეტანა, თანამედროვე პოლიტიკური კულტურისა, რომელიც ბუნებრივობასა და შემოქმედებითობის ხაზზე გადის, პარლამენტის წევრს უნდა უყვარდეს შექმნას, უნდა ცდილობდეს შექმნას, უნდა მოსწონდეს ქმნადობა და რასაც მეტს შექმნის, ამით გრძნობდეს  თავს უფრო სრულყოფილად, როგორც მასწავლებელი გრძნობს თავს უფრო სრულყოფილად, თუ კი მისი მოწადინება დაფასდა და მისმა მოწაფემ თავისზე მეტი შეძლო.

ამიტომაც, ჩვენო პოლიტიკოსებო, გადაწყვეტილების მიმღებებო, რაღაც მომენტში მაინც იქნებ გადადოთ მცირედად ლობიზმისა და კლანიზმის ინტერესები და იმ ადამიანებს, ვისაც ამოსარჩევად წარმოგვიდგენთ, სანამ ჩვენს არჩეულებს დაარქმევთ, მანამდე ჰკითხეთ – რატომ დეპუტატობა? რატომ პარლამენტის წევრობა? და თუ მათ არ უყვართ საკუთარი სამშობლო, არ უყვართ საკუთარი ხალხი, არ ახასიათებთ შემოქმედებითობა, ქმნადობისკენ მისწრაფება, არ აქვთ უნარი იგრძნონ საკუთარი ხალხი და უნარი, წარმართონ ურთიერთობა საკუთარ ხალხთან, თუ არ აქვთ უნარი საუბრის, სიმართლის განცდის, ზოგჯერ საკუთარ თავზე მაღლა დადგომის და სხვებთან ამ სიმართლის დაცვის, მაშინ… ნუ იჩქარებთ ამ ხალხის ჩვენს თავზე მოხვევას, ან თუ მოგვახვევთ, მაშინ არც გაგიკვირდეთ შემდეგ ხალხის წყრომა და აგრესია, ნურც სიძულვილი, რადგანაც ეს საქმე როგორც ვთქვი, ნაწილობრივ უმადლიერო საქმეც კია, გაკეთებულზე მადლობაც შეიძლება ვერ მიიღოთ, გაუკეთებელზე კი მითუმეტეს და თუ თქვენ ყალბობთ, არაოსტატურად ცრუობთ, მითუმეტეს, ხალხის მოტყუება დროებით თუა შესაძლებელი, მაგრამ არა ხანგრძლივად. ამ ტყუილებსა და შემდეგ პასუხისგებაში კი ხალხიც უკან მიიწევს და ქვეყანაც, თქვენი ვალდებულება კი პირიქითაა, ორივეს წინსვლა.

P.S. ვინმე იტყვის, ამ ადამიანს ილუზორული დამოკიდებულებები აქვსო, თუმცა, ის რაც ილუზიაა ჩვენთვის, განვითარებულ ქვეყნებში სამოქალაქო ცნობიერება და პოლიტიკური კულტურა ჰქვია.

ანალიტიკოსი

არჩილ გამზარდია

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს

16:21; 21 ივნისი, 2025
მთავარი

მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

15:55; 21 ივნისი, 2025
საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

14:04; 21 ივნისი, 2025
საზოგადოება

ია ფარულავა საზოგადოებას მიმართავს

11:49; 21 ივნისი, 2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმპორტირებული საზამთროს და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა

10:47; 21 ივნისი, 2025

რომელი ავტომობილებით გადაადგილდებოდა იოსებ სტალინი

ამერიკის შეერთებული შტატები ერაყში დამატებით სამხედრო ძალებს აგზავნის

ყველა სიახლე

სამართალი

„4 კაცის მიერ გაკავებული ქალი, როგორ დავესხი თავს მანდატურებს?“ – მასწავლებელი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

21:44; 21.06.2025
ზაფრანი

იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტები

19:02; 21.06.2025
ზაფრანი

ყავის დღიური ნორმა, ასაკოვანი ადამიანებისათვის

19:00; 21.06.2025
ზაფრანი

სასარგებლოა თუ არა ქლიავი

18:56; 21.06.2025
მსოფლიო

ემანუელ მაკრონი – ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მოიპოვოს

17:41; 21.06.2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

17:21; 21.06.2025
ფეისბუქსტატუსები

“რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

16:36; 21.06.2025
საზოგადოება

საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს

16:21; 21.06.2025
მთავარი

მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

15:55; 21.06.2025
საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

14:04; 21.06.2025
ზაფრანი

21 ივნისი – რა (არ) უნდა აკეთოთ ამ დღეს

13:30; 21.06.2025
პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო

12:35; 21.06.2025
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს შაბათ-კვირას

11:50; 21.06.2025
საზოგადოება

ია ფარულავა საზოგადოებას მიმართავს

11:49; 21.06.2025
სამართალი

სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავა

11:46; 21.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

16:36; 21.06.2025
0

“ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

14:26; 18.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო