9 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. სამამულო ომის ვეტერანებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჯერ სტალინის ბიუსტი შეამკეს ყვავილებიტ, შემდეგ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაინაცვლეს და შეკრებილ საზოგადოებას ომის წლებზე, მათ თავგადასავალზე ვრცლად უამბეს.
დღის ბოლოს, ომის ვეტერანებს, ბიზნესმენმა ალეკო თავაძემ უმასპინძლა, რომელიც რამდენიმე წელია ტრადიციას არ არღვევს და ჩოხატაურელ ვეტერანებს ყოველ 9 მაისს საჩუქრებით ანებივრებს.