კურორტ ბახმაროში მისასვლელი გზა თოვლისგან სრულად არის გაწმენდილი და ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება თავისუფალია.
კურორტის დირექტორის, დავით საჯაიას თქმით, გზის ბოლომდე გაწმენდა გუშინ მოხერხდა და მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე საკმაოდ დიდი თოვლია, ახლა, ბახმაროში ასვლა ყველას შეუძლია.