რუსეთის არმია სირიის ისტორიულ ქალაქ პალმირაში სამხედრო ბაზას უნებართვოდ აშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას THE WASHINGTONTIMES ავრცელებს.
დამასკოში მუზეუმების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მამოუნ აბდულქარიმის განცხადებით, რუსებს სამხედრო ბაზის ასაშენებლად ნებართვა არ აუღიათ.
"ჩვენ უარს ვამბობთ ისტორიულ ადგილებში, თუნდაც, პატარა ოთახის აშენებაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვის სურს ეს. სირიის არმიას, რუსეთის არმიას თუ სხვა ვინმეს,"_განაცხადა აბდულქარიმმა.
მისივე თქმით, რადგან "ისლამური სახელმწიფო" ისტორიულ ქალაქთან ახლოს არის, ქალაქში რუსი სამხედროების ყოფნა მნიშვნელოვანია.
"ჩვენ არასდროს გავცემთ მსგავს ნებართვას, რადგან ეს იქნება არქეოლოგიის კანონის დარღვევა. ომის დროს, ზოგჯერ არქეოლოგიური ხელისუფლება არაფერს ამბობს და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოქმედებს. როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება და ომი შეწყდება, ჩვენ, საჯაროდ მოვითხოვთ ყაზარმების დაშლას,"_განაცხადა მან.