საპატრიარქოს სამებაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაციისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 3 737 400 ლარი გამოეყო.
საქართველოს მთავრობის შესაამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"სამების საკათედრო-საპატრიარქო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენის და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 3 737 400 ლარი", _ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პირველ სართულზე ხანძარი 20 მარტს, საკვირაო ქადაგების შემდეგ გაჩნდა. ხანძრის შედეგად 1200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.