36 წლის ოზურგეთელი თ. ლ. ათენში ბინების ძარცვის ბრალდებით 2016 წლის 11 მაისს დააკავეს.
მას ბრალი პირადობის მოწმობის გაყალბებაში და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ძარცვისთვის წაუყენეს.
ათენის სასამართლოს ინფორმაციით თ.ლ, რომელსაც 2 პირადობის მოწმობა ჰქონდა ინტერნეტსა და გაზეთებში ნახულობდა განცხადებებს, სადაც მოსამსახურეების დაქირავების შესახებ ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული, იწყებდა მუშაობას და პირველივე დღეს ბინებიდან იპარავდა ძვირფასეულობას, ტანსაცმელს, ელექტრო ნივთებს, რომლებსაც შემდგომში მაღაზიებსა და ლომბარდებში აბარებდა.
გამოძიების ინფორმაციით თ.ლ. დანაშაულს თითქმის ერთი წლის მანძილზე სჩადიოდა და ამ დროისთვის ოჯახებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა 200 000 ევროს აღწევს.
ქალაქ ათენის სასამართლოს პირველი ინსტანციის პროკურორის ბრძანებით, თ.ლ-ს პირადი მონაცემები და ფოტოსურათი ცოტა ხნის წინ საჯაროდ გამოქვეყნდა.
როგორც პროკურორმა განმარტა, ეს ინფორმაცია საჯარო მიმდინარე წლის 25 ნოემბრამდე იქნება იმისთვის, რომ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და სხვა დაზარალებულების გამოვლენა მოხერხდეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ თ.ლ-ს ოჯახის წევრები.
როგორც დაკავებულის დედამ ქ.ლ.-მ „გურია ნიუსს“ განუცხადა ინფორმაცია მედიიდან შეიტყო და მათთვის არავის არაფერი უცნობებია.