სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას , რომლის თანახმადაც "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა ბევრი გამოხმაურება მოყვა.
"გამიკვირდა? – არ გამიკვირდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ველოდი ამ ფინალს სააპელაციოში.. ახლა საინტერესოა, რას იზამს გვენეტაძის უზენაესი სასამართლო და კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ წარმოუდგენიათ ტელეკომპანიაში შესვლა ახალ მეპატრონეებს.. სპეცრაზმით?"_წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ინგას გრიგოლია, რომელსაც ასევე სოციალური ქსელით უპასუხა ქიბარ ხალვაშმა:
"ქალბატონო ინგა, არ ვაპირებთ კომპანიაში შესვლას ცეცხლით, მახვილით და ტერორით, როგორც ეს მიშამ გააკეთა ჩვენს თუ სხვა შემთხვევებში. როცა ათასობით თქვენზე არანაკლები პროფესიონალი ადამიანი დატოვეს უმუშევარი. გაცილებით მეტის მოთმენა შეგვიძლია ვიდრე ცნობილ მანიაკს, რომლის ქონებრივი უფლების დაცვაშიც უნებურად (იმედს ვიტოვებ) იღებთ მონაწილეობას", _წერს ხალვაში.